ალბერტო მორავია – „ეტიუდი”
„შობა,ახალი წელი,ნათლისღება… დეკემბრის შუა რიცხვებში ამ უქმეებზე რომ ჩამოაგდებენ ლაპარაკს,ისეთი ცახცახი ამიტანს,თითქოს ვალს სასწრაფოდ მთხოვენო. (ავტორი გენია.ჯი) შობა,ახალი წელი,ნათლისღება.მაინც რა ერთმანეთზეა მიწყობილი ეს დღესასწაულები! ჩემისთანა ღატაკი კაცისათვის კი ყოველი ასეთი დღე სწორედ რომ გალესისი სატევარია… ვაგლახ! თვალი დაუდგეს სიღარიბეს,განა მე არ მინდა შობა ან ნათლისღება ვიუქმო? იცით,საქმე რა არის? სანოვაგის ვაჭრები ასეთ დღეებში ყაჩაღებივით გამოეფინებიან გარეთ,ქუჩის კუთხეში მოიკალათებენ და გააჩაღებენ ვაჭრობას.მე და ჩემისთანები კი,ვაჭრობის შემდეგ,ჯიბეგამოფხეკილი ვბრუნდებით შინ.ვინ იცის,პაპაჩემის პაპის დროს იქნებ მართლა სწამდათ ეს წმიდა დღეები და უბრალოდ,მთელი გულით ზეიმობდნენ.მაგრამ ის დრო წავიდა,ადამიანი გამოიცვალა,დღეს შტერმაც კი იცის,რომ უქმეებში ხელის მოთბობა ადვილია და ახლა ეს დღესასწაულები უფრო თაღლითებისთვისაა,ვიდრე ღატაკებისთვის,რომლებიც უფრო მეტად ღატაკდებიან.რამდენჯერ მიფიქრია,რომ ღვეზეულისა და ფრინველის ვაჭრებისათვის ყოველი უქმე ნამდვილი ზეიმია,რადგან ათჯერ მეტ სანოვაგეს ყიდიან ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით.მაშასადამე,ღატაკი უკანასკნელ კაპიკებს ხარჯავს და უქმე დღეზე მაინც ნახევრად მშიერია,ვაჭარი კი დახვავებული სუფრით და სავსე ქისით ეგებება დღესასწაულს”. – (ავტორი გენია.ჯი)