Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„შემცდარია ერთი ყველაზე გავრცელებული ცრუმორწმუნეობა,თითქოს ყოველ ადამიანს ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული თვისება: მაგალითად,იყოს ადამიანი კეთილი,ადამიანი ბოროტი,ან ჭკვიანი,სულელი,ენერგიული,მოდუნებული და სხვა.ასეთი ადამიანები არ მოიპოვებიან.შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ ადამიანებზე,რომ ეს და ეს უფრო ხშირად კეთილია,ვიდრე ბოროტი,უფრო ჭკვიანია,ვიდრე სულელი,უფრო ენერგიულია,ვიდრე მოდუნებული,ან ვთქვათ პირიქით.მაგრამ სიმართლეს მოკლებული იქნება,თუ ვიტყვით რომელიმე ადამიანზე,რომ ის კეთილი ან ჭკვიანია,ხოლო მეორე ბოროტია ან სულელი.ჩვენ კი ყოველთვის ასე ვახარისხებთ ადამიანებს. და ეს სწორი არ არის.ადამიანები მდინარეებსა ჰგვანან: წყალი ყოველ მდინარეშია და წყალი წყალია,მაგრამ თითოეული მდინარე ზოგი ვიწროა,ზოგი განიერი,ზოგი ჩქარი,ზოგი მდორე,ზოგი ანკარა და ცივი,ზოგიც მღვრიე და თბილი.ასეა ადამიანებიც.ყოველი კაცი თავის არსებაში ადამიანურ თვისებათა ყველა ჩანასახს ატარებს და ხან ერთ თვისებას გამოამჟღავნებს,ხან მეორეს,ხანაც სრულიად აღარა ჰგავს თავის თავს,თუმც ის იგივე რჩება,რაც არის”. – (ავტორი გენია.ჯი)