ნიდერლანდები თუ ჰოლანდია?

ჰოლანდია – ნიდერლანდების შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი პროვინციაა.უფრო რომ დავაზუსტოთ,გეტყვით: ჩრდილოეთი (ადმინისტრაციული ცენტრი – ჰაარლემი) და სამხრეთი ჰოლანდია (ადმინისტრაციული ცენტრი – ჰააგა) – წარმოადგენს ნიდერლანდების სამეფოში შემავალ მხოლოდ ორ პროვინციას იმ თორმეტი პროვინციიდან,რომლებიც გაერთანებულნი არიან ნიდერლანდების სამეფოს ერთიან შემადგენლობაში. (ავტორი გენია.ჯი)ქვეყნის დასავლეთით განთავსებული აღნიშნული პროვინცია, XVI-XVIII საუკუნეებში სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ღერძს წარმოადგენდა და შესაბამისად,განუზომელი წვლილიც დაიდო ამ შესანიშნავი სამეფოს აღორძინება-განვითარებაში.მას შემდეგ ჩრდილოთ და სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციის ისტორია იმდენად შეუსისხლხორცდა და გადაეჯაჭვა ქვეყნის ისტორიას,რომ ნიდერლანდებს – ჰოლანდიაც კი უწოდეს.თუმცა აქვე შევნიშნოთ,რომ ჰოლანდია არ გახლავთ ქვეყნის ნამდვილი სახელწოდება და ამას ისიც მოწმობს,რომ მისი ოფიციალური სახეწოდება – ნიდერლანდებია,რაც თარგმანით – „დაბლობ მიწებს” აღნიშნავს. – (ავტორი გენია.ჯი)

ჩრდილოეთი ჰოლანდიის პროვინციის გერბი

ჩრდილოეთი ჰოლანდიის რუკა

სამხრეთი ჰოლანდიის გერბი

სამხრეთი ჰოლანდიის რუკა

კომენტარის დატოვება