ტომას ჯეფერსონი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მესამე პრეზიდენტის – ტომას ჯეფერსონის (1743-1826 წლები) ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ,რომ იგი დემოკრატი,კაცთმოყვარე და ჰუმანური პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,თუკი თვალს გადავავლებთ მდიდარი ვირჯინიელი მემამულის ვაჟის სხვა ბიოგრაფიებს,აღმოვაჩენთ,რომ ყველაფერი ისე არ არის,როგორც ჯეფერსონის ოფიციალურ ბიოგრაფიაშია მითითებული.ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ საბუთად ისტორიკოსები მიიჩნევენ იმ ფაქტს,რომ მას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონისაგან განსხვავებით,თავის საკუთრებაში არსებულ არც ერთ შავკანიან მონაზე არ მიუნიჭებია ღვთისგან ბოძებული თავისუფალი ადამიანის სტატუსი.რიგი ისტორიკოსებისა იმასაც კი ირწმუნება,რომ ჯეფერსონი შავკანიან ადამიანებს სულელებად და ზარმაცებად მიიჩნევდა,რის გამოც მათთან ურთიერთობაში მკაცრ მიდგომებს ანიჭებდა უპირატესობასო.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ ჯეფერსონს ინტიმური ურთიერთობა გააჩნდა მის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ ულამაზეს შავკანიან მონა ქალთან – სალი ჰემინგსთან.სხვადასხვა წყაროები გვაუწყებენ,რომ ტომასს სალიმ რვა უკანონო შვილი გაუჩინა,თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა დაადგინა,რომ რვიდან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა ჯეფერსონის გენები. – (ავტორი გენია.ჯი)