ივანე ბუნინი – „ეპიზოდი”
პარიზში გადახვეწილი გამოჩენილი რუსი ნობელიანტი მწერლისა და პოეტის - ივანე ბუნინის (1870-1953 წლები) მეუღლე – ვერა მურომცევა პერიოდულად წუხდა იმაზე,რომ მისი ქმრის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან და პუბლიკაციებიდან ბუნინების ოჯახი ერთობ მცირეოდენ ჰონორარს იღებდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ივანეს ვერასაგან განსხვავებით ოჯახის ფინანსური სიძნელეები არ აღელვებდა და იმ იმედით,რომ ოდესღაც თავისი ლიტერატურული მოღვაწეობიდან შესაფერის ეკონომიკურ სარგებლობას მიიღებდა,გამუდმებით მოწუწუნე მეუღლეს მოთმინებისაკენ მოუწოდებდა. და აი,დადგა 1933 წელი… წელი,როდესაც ივანე ბუნინს ლიტერატურის დარგში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი – „ნობელის პრემია” მიენიჭა.მწერალმა ნობელის ფონდიდან არა მხოლოდ ოქროს მედალი და ნობელის დიპლომი,არამედ საკმაოდ სოლიდური თანხაც მიიღო და პირველი,რაც მან ჯილდოდ მიღებული ფულით იყიდა,გახლდათ თავისი მეუღლისათვის განკუთვნილი ძვირადღირებული ფეხსაცმელი. – (ავტორი გენია.ჯი)