ლუი-დომინიკ ბურგინიონი (კარტუში)
XVIII საუკუნის დამდეგის საფრანგეთში,კერძოდ კი მის დედაქალაქ პარიზში,დათარეშობდა იმ პერიოდის საფრანგეთის ყველაზე ცნობილი მძარცველი – ლუი-დომინიკ ბურგინიონი (1695-1721 წლები),მეტსახელად – „კარტუში”,რომელიც 2 000-ზე მეტი კაცისგან შემდგარ ბანდას მეთაურობდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ არასახელმწიფოებრივი დაზვერვასა და კონტრდაზვერვას დიდი ხნის ისტორია აქვს.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ ასეთი სახის ორგანიზაცია XVIII საუკუნის მიწურულს მეკობრეებსაც გააჩნდათ,რომლებიც ნადავლს კარიბის ზღვის წყლებში ეძებდნენ.დაზვერვას არ უგულებელყოფდნენ არც მონებით მოვაჭრენი,რომლებსაც შავკანიანი მონები ამერიკის პლანტაციებში ჩაჰყავდათ გასაყიდად.ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე გასაკვირი არ იქნება,თუ გეტყვით,რომ ასეთივე და კიდევ უფრო ბევრად ძლიერი,დახვეწილი სტრუქტურა ჰქონდა შექმნილი კარტუშს.ნაძარცვი ფულითა და სხვა ფასეულობებით კარტუშმა მოისყიდა და თავის აგენტებად აქცია უამრავი სამხედრო პირი,მოსამართლე,სამართალდამცველი,ციხის ადმინისტრაციის მოხელე და თვით ექიმებიც კი,რომლებიც მთელი თავიანთი პროფესიონალიზმით უვლიდნენ კარტუშის უზარმაზარი ბანდის დაჭრილ წევრებს.გარდა ამისა,ასობით მიკიტანი ასრულებდა ნაძარცვის შემნახველისა თუ შემსყიდველის როლს. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ ლუი-დომინიკს პოლიციისათვის თავგზა აერია,კარტუშს მთელი არმია „ორეულები” ჰყავდა.ნიშანდობლივია ისიც,რომ იმ სამართალდამცველებს,რომლებიც მოსყიდული არ იყვნენ კარტუშის მიერ,არ უნდოდათ მისი დაპატიმრება: სანამ კარტუში თავისუფალი იყო,მათ გადიდებულ ხელფასს უხდიდნენ (დღეში ზედმეტ 30 სუს) მის დაჭერაში მონაწილეობისათვის.
ლუი-დომინიკი მისი უახლოესი მეგობრისა და თანამძრახველის,მოღალატე დიუშატლეს დახმარებით შეიპყრეს,რომელმაც საკუთარი ტყავის გადარჩენა და კარტუშას შეპყრობისათვის დაწესებული დიდი ჯილდოს მიღება ამჯობინა.პარიზელი ბანდიტების მეთაურს ციხიდან გაქცევაში რეგენტ ფილიპე ორლეანელის მიერ მიღებულმა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებმა შეუშალეს ხელი.სასამართლომ კარტუშს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.იმით განრისხებულმა და შურისძიების გრძნობით აღვსილმა,რომ ბანდის წევრებმა კარტუში ციხიდან ვერ დაიხსნეს,ეშაფოტზე ასულმა ყველა თავისი თანამზრახველი დაასახელა,მათ შორის მრავალი დიდგვაროვანი და მანდილოსანი.
საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მძარცველი – ლუი-დომინიკ ბურგინიონი (კარტუში), 1721 წლის 28 ნოემბერს,პარიზში სიკვდილით დასაჯეს.მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქში ასობით პირი იქნა დაკავებული.თავის მხრივ კი,ამ გარემოებამ ხელი შეუწყო კარტუშის ბანდის სრულ განადგურებას. – (ავტორი გენია.ჯი)
საკანში მყოფი კარტუში
კარტუშის სიკვდილით დასჯა