„დამაკვირდი”
1. „კაცმა არასოდეს წესიერად არ იცი,როგორი ხარ,ვინაა შენზე უარესი ან უკეთესი”. – ალბერტო მორავია – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ქვა ისე უნდა ისროლო,ხელი არ გამოჩნდეს”. – (ბერლის პრინციპი)
* * *
3. „სამართალი უნდა იყოს სწრაფი და სწორი”. – ლევ ტოლსტოი
* * *
4. „გინდაც ვიყოთ მსახიობები,ვისთვის უნდა ვითამაშოთ? საკუთარი თავისთვის? მსახიობები თავის თავისთვის კი არა,ხალხისთვის თამაშობენ”. – ალბერტო მორავია
* * *
5. „კაცი ბევრჯერ თავის მტერია”. – ანდრო ბარნოვი
* * *
6. „ხშირად მომხდარა,რომ მრავალ საყვედურს და ბევრგვარ სასჯელს კაცი გულისხმაში ვერ ჩაუგდია და ზოგჯერ ერთ სიტყვას,ისიც სრულებით მარცხად,სრულებით უგანზრახვოდ ნათქვამს,ჭკუაზე მოუყვანია იგივე კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. „ბედის დაუდგრომლობის ამბავი,დიდი თუ საწუხარო თავგადასავალნი,საინტერესონი არიან იმ მხრივ,რომ,როცა კი ამათ შესახებ დავიწყებ ლაპარაკს,იღვიძებს ჩვენი გონება და იგივე გონება ადვილად იძინებს,როდესაც ნანას ეუბნება და ულოლიავებს ბედი”. – ჯოვანი ბოკაჩო
* * *
8. „თუ გვსურ ჭკვიანად მოვიქცეთ,უნდა მზად ვიყოთ ყოველივე იმის მისაღებად და დასაუფლებად,რასაც მოგვანიჭებს ის,ვინც იცის,თუ რა გვჭირია და შეუძლია ეს ჩვენ მოგვმადლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „მომტყუებელი მოტყუებულს,ერთხელაც იქნება ფეხქვეშ ჩაუვარდებაო”. – (ძველი იტალიური ანდაზა)
* * *
10. „არიან ხოლმე ისეთი მოუსაზრებელი ადამიანები,რომელნიც ცდილობენ გვაჩვენონ,რომ იმათ იციან და დაინახავენ ხოლმე იმას,რაც სრულებით არ უნდა იცოდნენ, და ზოგჯერ სხვებს აყვედრიან იმას,რაც დაინახეს და ამით ფიქრობენ თავიანთი შერცხვენა შეამცირონ,ის კი არა,უფრო ადიდებენ ამ შერცხვენას”. – ჯოვანი ბოკაჩო