იცით თუ არა,რომ
1. ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად დაედო ეგრეთ წოდებული „ხანმეტური დიალექტი” – ისტორიული ქვემო ქართლის მეტყველება,რომელიც გავრცელებული გახლდათ მცხეთა-ბოლნისის რეგიონებში. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი – პეტრე ჩაიკოვსკი ძმის სახლში გარდაიცვალა.
* * *
3. სიდუხჭირეში მაცხოვრებელმა გენიალურმა ფრანგმა ფერმწერმა – კლოდ მონემ ლატარეაში იმ პერიოდისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა – 100 000 ფრანკი მოიგო.
* * *
4. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გავრცელებული – ჭიანჭველა-ტყვია (სამეცნიერო სახელწოდება – Paraponera clavata) იმდენად დიდი ტოქსიკური შხამების მატარებელია,რომ მისი კბენის შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა ერთი დღის განმავლობაში განუვითარდეს აგონია,მოემატოს ტემპერატურა და დაეწოს ღებინება.
* * *
5. ძველ ბერძნებს სჯეროდათ,რომ თუკი ღვინოს ამეთვისტოს მინერალური ქვისაგან დამზადებული ჭურჭლით დალევდნენ,არ დათვრებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე წელიწადის ყველაზე თბილ თვეს – თებერვალი წარმოადგენს.
* * *
7. შოთა რუსთაველს თავის გენიალურ ქმნილებაში – „ვეფხისტყაოსანი”, 45 000 სიტყვა აქვს გამოყენებული,რომელთაგანაც 15 200 სხვადასხვა ფორმით ხმარებული სიტყვაა.
* * *
8. ენათმეცნიერბის მტკიცებით,ყველაზე ნაკლები ნასესხები სიტყვებით გამოირჩევა – კლასიკური ჩინური,სანსკრიტი,ბერძნული,ლათინური და არაბული ენები.
* * *
9. 1761 წელს დიდმა რუსმა მეცნიერ-ბუნებისმეტყველმა და ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – მიხეილ ლომონოსოვმა პირველმა აღმოაჩინა,რომ პლანეტა ვენერა ატმოსფეროს შეიცავს.
* * *
10. პირველი საბეჭდი მანქანა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე 1539 წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გამოჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)