კონსტანცია – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც წუთისოფელს გამოეთხოვა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი,მისი მეუღლე – კონსტანცია ვებერი 1809 წელს ცოლად გაჰყვა დანიელ დიპლომატს – გეორგ ნიკოლაუს ფონ ნისენს და საცხოვრებლად კოპენჰაგენში გადავიდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ნისენი რამდენიმე ხნის განმავლობაში კონსტანციასთან ერთად მუშაობდა ცოლის ყოფილი ქმრის ბიოგრაფიაზე,თუმცა წყვილს მუშაობის დასრულება არ დასცალდა,რადგან 1826 წელს გეორგი გარდაიცვალა.კონსტანციამ კი ოსტატებს ახლად გარდაცვლილი მეუღლის საფლავის ქვაზე მეტად უჩვეულო წარწერა გააკეთებინა: „მოცარტის ქვრივის ქმარი”. – (ავტორი გენია.ჯი)
მოცარტი და კონსტანცია