იცით თუ არა,რომ
1. პირველი სახელმწიფო მსოფლიოში,სადაც 1979 წელს კანონით იქნა აკრძალული ბავშვების ფიზიკური დასჯა,მათ შორის მშობლების მხრიდანაც, – შვედეთის სამეფოა.მოგვიანებით ანალოგიური კანონი მიღებული იქნა კიდევ ოცდაათზე მეტ ქვეყანაში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. 2011 წელს მალაიზიის მთავრობამ მოსახლეობას ყვითელი ფერის ტანისამოსის ტარება აუკრძალა.ამის მიზეზი გახლდათ ის რომ,ყვითელი ფერის სამოსს იყენებდა ოპოზიციონერი აქტივისტები,რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.
* * *
3. თანამედროვე სახის ფლომასტერი გამოგონებული იქნა 1942 წელს იაპონელი გამომგონებლის – იუკიო ჰორის მიერ.თუმცა ფლომასტერმა ფართო გავრცელებას მხოლოდ 1980 წლიდან მიაღწია.
* * *
4. საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას ქალაქის ოფიციალური სტატუსი მინიჭებული არა აქვს.მას მინიჭებული აქვს პროვინციის სტატუსი დედაქალაქის სტატუსთან ერთად.ამიტომაც არის,რომ ინდონეზიის ამ უდიდეს კონგლომერატს განაგებს არა ქალაქის მერი,არამედ გუბერნატორი.
* * *
5. აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ქვეყანას – რუანდის რესპუბლიკას ბორცვიანი ლანდშაფტი ს გამოისობით – „ათასი ბორცვის მიწად” მოიხსენიებენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. მდინარე ურალს ადრეულ პერიოდში (1775 წლამდე) – იაიკი ერქვა.
* * *
7. კანადის არქტიკული არქიპელაგის ერთ-ერთ უდიდეს კუნძულ ბანქსზე,რომლის ფართობი 70 028 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და სადაც ისტორიაში პირველად იქნა აღმოჩენილი თეთრი და მურა დათვების ჰიბრიდული სახეობა,ხე საერთოდ არ ხარობს.ყველაზე მაღალი მცენარე ესკიმოსებით დასახლებულ ბანქსზე – არქტიკული ივაა,რომლის სიმაღლეც 10 სანტიმეტრს არ აღემატება.
* * *
8. ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდ წყალსატევს „კამბოჯის შიდა ზღვად” წოდებული – ტონლესაპის ტბა წარმოადგენს,რომლის საერთო ფართობი – 16 000 კვადრატულ კილომეტრს უტოლდება.
* * *
9. ჩილეს მოსახლეობის (17 მილონამდე მცხოვრები) 36 % ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში ცხოვრობს.
* * *
10. ნიდერლანდების ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის – როტერდამის ოფიციალურ დევიზს წარმოადგენს – „გამაგრდი ბრძოლაში’. – (ავტორი გენია.ჯი)