ჰაასტის არწივი

ჰაასტის არწივი – წარმოადგენდა ისტორიული ეპოქის ყველაზე დიდ მტაცებელ ფრინველს,რომლის მასა 10-დან თოთხმეტ კილოგრამამდე მერყეობდა.ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე მობინადრე ეგზემპლარების გაშლილი ფრთების სიგრძე 2,6 მეტრს აღემატებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ჰაასტის არწივები მათი დიდი ფიზიონომიიდან გამომდინარე თავს ესხმოდნენ ისეთი სახის არამფრენ გიგანტურ ფრინველებს,როგორებიც გახლდათ -  მოა და 18 კილოგრამის სიდიდის მქონე – გოგანტური ბატი.ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეები – მაორები ჰაასტის არწივს მათი სპეციფიკური ხმოვანებიდან გამომდინარე – „ტე-პოუაკაის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ.რამდენიმე ლეგენდა ირწმუნება,რომ ეს უზარმაზარი არწივები თავს ადამიანებსაც ესხმოდნენ,რაც სიმართლესთან ახლოს უნდა იდგეს.ძველმა მაორებმა ჰაასტის არწივები არა ერთხელ გამოსახეს კლდეებზე.

პირველი სამეცნიერო ნაშრომი აღნიშნული სახეობის არწივებს სახელოვანმა გერმანელმა გეოლოგმა – იულიუს ფონ ჰაასტმა (1824-1887 წლები) მიუძღვნა,რომელმაც ახალ ზელანდიაში 1858 წელს იმოგზაურა.გარდა ამისა,მის სახელთან ასევე ასოცირდება ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მუზეუმის დაფუძნებაც.ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე,ჰაასტის ქმედებებით მადლიერმა ახალმა ზელანდიელებმა გერმანელი მეცნიერის სახელი უწოდეს არა მხოლოდ მის მიერ მეცნიერულად პირველად აღწერილს არწივს,არამედ ქალაქს,მდინარესა და უღელტეხილს.

ჰაასტის არწივების გადაშენება უმეტესწილად გამოწვეული იქნა მაორების მიერ,რასაც ხელი შეუწყო ახალ ზელანდიაში მოასა და გიგანტური ბატების გადაშენებამაც,რაც ამ უზარმაზარი არწივების უმტავრეს საკვებს წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>