აი,ქალაქის ნამდვილი მერი
„წარსულში,ქალაქი უხდიდა გასამრჯელოს მერს იმისათვის,რომ ის ქალაქის მერი იყო.ამჯერად კი,ქალაქის მერი უხდის ქალაქს ფულს იმისათვის,რომ იგი მერია”. – წერდა პოპულარული ამერიკული გამოცემა – „ნიუ-იორკ თაიმსი” ბოსტონში დაბადებული სახელოვანი ამერიკელი მეწარმის,მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისა და ნიუ-იორკის რიგით 108-ე მერის - მაიკლ რუბენს ბლუმბერგის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) „ფორბსის” შეფასებით, 45,6 მილიარდი დოლარის მფლობელი ბლუმბერგი ნიუ-იორკის მერის მოვალეობის შესრულებას 2002 წლის 1 იანვრიდან შეუდგა და ამ თანამდებობაზე 2013 წლის 31 დეკემბრამდე დაჰყო.ცნობილია,რომ ნიუ-იორკის მერის წლიური ხელფასი 195 000 ამერიკული დოლარია (ქალაქის წლიური ბიუჯეტი კი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – 70 მილიარდი დოლარია. – ყველაზე მაღალი მუნიციპალური ბიუჯეტი აშშ-ი).შესაბამისად,ბლუმბერგს 11 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მინიმუმ – 2 მილიონ დოლარზე მეტი უნდა მიეღო,თუმცა მან ხელფასის აღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტიდან მხოლოდ სიმბოლურ თანხას იღებდა – 1 დოლარის ოდენობით. (ავტორი გენია.ჯი) ამ ჭეშმარიტად ფილანტროპმა კაცმა ნიუ-იორკის მერობის პერიოდში საკუთარი სახსრებით დააფინანსა ქალაქის მერიის სარემონტო სამუშაოები,რაც მის ბიუჯეტს 5 მილიონი დაუჯდა.გარდა ამისა, 890 000 $ გადაიხადა მერიის თანამშრომლების სადილებსა და ვახშმებში; 64 000 $ გაიღო ორი საზღვაო აკვაიუმის ფუნქციონირებისათვის; იმისათვის,რომ მსოფლიოში სახელგანთქმულ „მეტროპოლიტენ მუზეუმში” უფასო აუდიო-გიდსა და ვაი-ფაის ეფუნქციონერა – 30 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა; 263 მილიონით დაეხმარა ქალაქის ჯანდაცვას,კულტურას,ხელოვნებასა და სხვადასხვა სოციალურ სფეროებს; არ ისარგებლა მერიის ოფიციალური რეზიდენციით და ცხოვრება,კვლავაც ისტ-საიდზე განთავსებულ საკუთარ სახლში განაგრძო; ბლუმბერგი არ სარგებლობდა ქალაქის სამივლინებო ხარჯებითაც და მივლინებების თანხას საკუთარი ჯიბიდან ფარავდა,რამაც თავის მხრივ,ნიუ-იორკს 6 მილიონი დოლარის შეღავათი მისცა; არ სარგებლობდა არც მერიის ავტოპარკით და არც სახელმწიფო დაცვით.როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი” ირწმუნება,მაიკლ ბლუმბერგმა ნიუ-იორკის მერის პოსტზე ყოფნის პერიოდში პირადი სახსრებიდან 650 მილიონი ამერიკული დოლარი გაიღო ქალაქის საკეთილდღეოდ და ეს მაშინ,როდესაც მას,როგორც ამ უდიდესი მეგაპოლისის მერს,არც ერთი პრივილეგიით არ უსარგებლია არასოდეს.ამიტომაც წერდა „ნიუ-იორკ თაიმსი” ბლუმბერგის კარიერის დასასრულს – „წარსულში,ქალაქი უხდიდა გასამრჯელოს მერს იმისათვის,რომ ის ქალაქის მერი იყო.ამჯერად კი,ქალაქის მერი უხდის ქალაქს ფულს იმისათვის,რომ იგი მერია”. – (ავტორი გენია.ჯი)