ჯალათი – „ეპიზოდი”
მრავალი ისტორიული წყაროს მტკიცებით, – ჯალათის,როგორც პროფესიის ჩამოყალიბება,პირველად ბალკანეთის ნახევარკუნძულის „თვალმარგალიტად” წოდებულ – ძველ საბერძნეთში განხორციელდა.თავდაპირველად ამ საშინელ ფუნქციას ის უუფლებო მონები იღებდნენ საკუთარ თავზე,რომლებსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. (ავტორი გენია.ჯი) საუკუნეების გასვლის შემდგომ ისინი იმდენად დახელოვდნენ ადამიანის ანატომიაში,რომ ამ მხრივ ქირურგებსაც კი არაფრით ჩამოუვარდებოდნენ.გარდა ამისა,შუა საუკუნეების ევროპაში ჯალათის პროფესია შთამომავლობითიც კი გახდა,რადგან იგი მამიდან შვილს (ვაჟს) გადაეცემოდა.იმ შემთხვევაში,თუკი ჯალათს ვაჟიშვილი არ ჰყავდა,მაშინ იგი ვალდებული ხდებოდა ამ ამაზრზენ „პოსტზე” თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა.ახლად არჩეულ ჯალათს პირველივე გამოცდაზე უნდა დაემტკიცებინა,რამდენად პროფესიონალურად ფლობდა ის თავის მომავალ „ხელობას”.რაც ყველაზე აღმაშფოთებელია,არის ის რომ,„ახალ ჯალათებს” ასეთი სახის გამოცდები ცოცხალ ადამიანებზე (სიკვდილმისჯილებზე) უნდა ჩაებარებინათ.თუ კანდიდატი დაკისრებულ ფუნქციას თავს „წარმატებით” ვერ გაართმევდა,მაშინ მას სხვა კანდიდატით ანაცვლებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)