ფეისალის შესახებ…
1964-1975 წლებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანას – საუდის არაბეთის სამეფოს განაგებდა საუდების დინასტიის ლეგენდარული მეფე - ფეისალი ბინ აბდულაზიზ ალ საუდი (1906-1975 წლები). (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მისი მმართველობისას იქნა ქვეყანაში „შავ ოქროდ” წოდებული ნავთობის მოპოვების მასობრივი გაზრდა,რამაც თავის მხრივ,საუდის არაბეთის სამეფოს უზარმაზარი ფინანსური წარმატება და განვითარება მოუტანა.შეიძლება თამამად ითქვას,რომ ფეისალის მმართველობამ ქვეყანას უზარმაზარი სიმდიდრე შესძინა.ინვესტირებას უწევდა საუდის არაბეთის სამეფოს მოდერნიზებას,მაქსიმალურად ეხმარებოდა თანამემამულეებს,გაატარა რიგი წარმატებული რეფორმებისა,მათ შორის სოციალურიც.მის ხელში ერთ დროს ჩამორჩენილი საუდის არაბეთის სამეფო მუსულმანური სამყაროს ლიდერ ქვეყნად იქცა და თავად დაუწყო კარნახი საკუთარი უფლებებისა სხვა ქვეყნებს,რისთვისაც გონიერი მეფე შესანიშნავად იყენებდა ნავთობის ბერკეტს. (ავტორი გენია.ჯი)
1975 წლის 25 მარტს ფეისალი მოკლული იქნა თავისი ძმისწულის,პრინცის – ფეისალი ბინ მუსაიდის მიერ მას შემდეგ,რაც იგი აშშ-იდან იქნა დაბრუნებული სამშობლოში (სწავლობდა სან-ფრანცისკოსა და კოლორადოს უნივერსიტეტში).მეჯლისი,რომელიც იმ დღეს მეფის მიერ ქუვეითის დელეგაციის საპატივცემულოდ იქნა მოწყობილი,ფეისალმა დამსწრე საზოგადოებაში საკუთარი ძმისწული შენიშნა და თავი დახარა,რათა მუსაიდს მისი თაყვანისცემად ბიძისთვის ეკოცნა.ამ დროს კი მან უბიდან იარაღი ამოიღო და საჯერ ესროლა ტყვია მონარქს.აქედან ორი ტყვია ფეისალს თავში მოხვდა,ხოლო ერთმა კი მიზანს ვერ უწია.
მეფის მკვლელი დაცვამ უმალვე აიყვანა,თავში დაჭრილი მეფის გადარჩენა კი მედიკოსებმა ვერ შესძლეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე მან ბრძანა,რომ არავითარ შემთხვევაში არ დაესაჯათ მისი მკვლელი.
ერ-რიადის ციხის საკანში მყოფი მუსაიადის შესახებ გავრცელდა ცნობა,რომ ფსიქიკურად შეშლილი იყო.თუმცა,იგი ექსპერტიზამ ჯანმრთელად სცნო.დანაშაულის მოტივი გახლდათ შურისძიება,რაც დაკავშირებული გახლდათ პოლიციის მიერ ერთ-ერთ მიტინგზე მოკლული მუსაიდის ძმასთან.სასამართლომ მეფის მკვლელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.აღნიშნული ინფორმაცია ხალხისთვის არა მხოლოდ სასამართლოს პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციით გახდა შესაძლებელი,არამედ ქალაქის ქუჩებში ხმის გამაძლიერებლებით მოსიარულე მანქანებისგანაც,რომლებიდანაც მოსახლეობას მუსაიდის სიკვდილით დასჯის დღეს ამცნობდნენ და მოუწოდებდნენ,რომ დასწრებოდნენ მისი სიკვდილით დასჯის პროცესს.
1975 წლის 18 ივნისს ფეისალი ბინ მუსაიდს,როგორც სამეფო ოჯახის ერთ-ერთ წევრს,მოოქროვილი ხმლით საჯაროდ მოჰკვეთეს თავი,რის შემდეგაც იგი 15 წუთის განმავლობაში ხის სარზე ჰქონდათ აგებული,როგორც სიმბოლო მეფისმკვლელისა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. დღეისათვის საუდის არაბეთის სამეფო დინასტია (დიდი ოჯახი) 25 000 წევრისაგან შედგება,თუმცა მათგან მხოლოდ და მხოლოდ 2 000 აკონტროლებს და განაგებს ძალაუფლებასა და ქვყნის სიმდიდრეს.
ფეისალი ბინ მუსაიდი