რატომ იყო სსრკ-ში კორპუსების უმრავლესობა 9 სართულიანი?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საბჭოთა ეპოქაში სამშენებლო ტრესტები საცხოვრებელი კორპუსების აბსოლუტურ უმრავლესობას 9 სართულიანებს აგებდნენ.მაინც რატომ ანიჭებდნენ საბჭოთა ინჟინრები 9 სართულიანი სახლების აგებას უპირატესობას? - (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ სახანძრო მანქანების სტანდარტული მექანიზირებული კიბეები,რომელთა სიმაღლე – 28 მეტრი იყო. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია ისიც,რომ სართულის სტანდარტული სიმაღლე 2,8 – 3 მეტრით განისაზღვრებოდა.ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით სწორედ ეს გახლდათ ის სიმაღლე,რომელიც სახანძრო მანქანებს საშუალებას მისცემდა საფრთხის შემთხვევაში უკანასკნელი სართულის ფანჯარამდე მიეღწიათ.მეორე მიზეზი,რომელმაც 9 სართულიანების მასობრივად აშენებას შეუწყო ხელი – ეკონომია გახლდათ.საბჭოეთში დაწესებული ნორმებით,ყოველ ცხრა სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მხოლოდ ერთი ლიფტი უნდა ჰქონოდა,ცხრა სართულის ზემოთ (მაგალითად, 10 სართულიანს) კი მშენებლები ვალდებულები ხდებოდნენ სადარბაზოში 2 ლიფტი დაემონტაჟებინათ,რაც თავისთავად იწვევდა ხარჯების მომატებას.აი ის უმთავრესი მიზეზები,რის გამოც ანიჭებდნენ 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აგებას უპირატესობას საბჭოთა ინჟინერ-მშენებლები. – (ავტორი გენია.ჯი)