ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი – „სიცრუით გატაცებული ადამიანები”
„არიან სიცრუით გატაცებული ადამიანები,რომელნიც ამ სიცრუეს უვნებლად თვლიან და გარკვეული აზრით მართლაც ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ,რადგან არავისთვის ზიანი არ მოაქვს,თვითონ მათ გარდა.ასეთი სახის სიცრუე პატივმოყვარეობისა და სისულელის ნაჯვარია; ასეთ ადამიანებს ყოველთვის უცნაურობები ემართებათ; ნახულობენ ისეთ რამეს,რაც საერთოდ არ არსებობს ქვეყანაზე; ნახულობენ ისეთ რამესაც,რაც არსებობს,მაგრამ არ უნახავთ არასოდეს და – ყოველივე ეს მხოლოდ იმისათვის,რომ,მათი აზრით,მათ მიერ ნანახი საგნები ღირდა ნახვად. (ავტორი გენია.ჯი) თუ რაიმე მნიშვნელოვანი თქმულა ან მომხდარა რომელიმე ქალაქში ან სახლში – ისინი უთუოდ გარწმუნებენ,რომ ყოველივე ეს მათ თვალწინ მოხდა,ან ყველაფერი ესმოდათ საკუთარი ყურით.მათჩაიდინეს საგმირო საქმეები,რომლის ჩადენაც სხვებს არ უცდიათ, და თუ უცდიათ კიდეც,ვერ გამოსვლიათ.ისინი ყოველთვის თავიდანვე მოგონილი ამბების გმირები არიან და თვლიან,რომ ამით პატივისცემას იმსახურებენ,ან,უკიდურეს შემთხვევაში,ყურადღებას მაინც.სინამდვილეში,მათ წილად მხოლოდ ზიზღი და დაცინვა ხვდებათ; რადგან სავსებით ბუნებრივია დასკვნა,რომ ადამიანი,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პატივმოყვარეობის გამო იკადრებს წვრილმან სიცრუეს,უსინდისოდ გაბედავს დიდსაც”. – (ავტორი გენია.ჯი)