ჯუზეპე პრინა – (ქოლგებით ჩაქოლილი იტალიის ფინანსთა მინისტრი)
1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა იტალიის სამეფოს ფინანსთა მინისტრად დანიშნა იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე,პროფესიით ექიმი - ჯუზეპე პრინა (1766-1814 წლები).საფრანგეთის არმიის მიერ იტალიის ოკუპაციის პირველ წლებში გრაფმა პრინამ უარი განაცხადა მათთან თანამშრომლობაზე და პირადი ცხოვრებით დაკავდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მას შემდგომ,რაც ნაპოლეონმა მარენგოს ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა,ჯუზეპე კვლავაც აქტიურად დაუბრუნდა საზოგადოებრივ ასპარეზს.იმისათვის რომ პრინას ნაპოლეონის მიერ დაკომპლექტებული იტალიის მთავრობის მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა,თავისი კაცრი და უკომპრომისო ხასიათით გამორჩეულმა ფინანსთა მინისტრმა არა მხოლოდ დადგენილი გადასახადების რაოდენობა გაუზარდა მოსახლეობას,არამედ სრულიად ახალი გადასახადების სისტემაც შეუწყვილა ძველ გადასახადებს.აღნიშნულმა გარემოებებმა ჯუზეპეს მიმართ საზოგადოება საშინელი სიძულვილით განაწყო (ამბობენ იმასაც,რომ „უცხოელად” მიჩნეული პრინა ლომბარდიაში ყველაზე მეტად სძულდათო).მას შემდეგ,რაც ნაპოლეონის რეჟიმი დაემხო და პრინა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს,ჯუზეპეს მიერ გამწარებულმა ხალხმა მასზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა.რეაქციის აგენტების მიერ წაქეზებულმა ბრბომ 47 წლის ასაკში მყოფი ჯუზეპეს ძებნა ჯერ სენატში დაიწყო,მოგვიანებით კი მას სახლში,სპეციალურ სამალავში დამალულს მიაგნო.იგი ხალხმა სახლიდან გარეთ,წვიმაში გაათრია და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ქოლგების ცემით გამოასალმა წუთისოფელს.გვამს კი მიუხედავად საშინელი თავსხმა წვიმისა,ოთხი საათის განმავლობაში დაატარებდნენ ქუჩაში და შეურაცხყოფდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯუზეპე პრინას ჩაქოლვა ქოლგებით