ბენჯამინ ზეფანაია
ბენჯამინ ზეფანაია - დაიბადა 1958 წლის 15 აპრილს,ინგლისის ქალაქ ბირმინჰემში.იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ცნობილ ინგლისელ “რასტარიანელ” მწერალსა და პოეტს,თანამედროვე ინგლისური ლიტერატურისა,რომელიც 2008 წელს,საყოველთაოდ ცნობილმა ინგლისურმა გაზეთმა “The Times”-მა,შეიყვანა,ომისშემდგომი წლების “50 საუკეთესო ბრიტანელ მწერალთა შორის”.მისივე სიტყვებით,მის მისიას წარმოადგენს ბრძოლა – “მკვდარ გამოსახულებასთან” აკადემიურ პოეზიაში და სურს,რომ ყოველ იმ ადამიანამდე მიიტანოს მისი სათქმელი,ვინც წიგნებს არ კითხულობს. (ავტორი გენია.ჯი) იგი გაიზარდა ბირმინჰემის ცნობილ ჰანდსვორთის რაიონში,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც: “იამაიკის დედაქალაქი ევროპაში”.მამამისი წარმომავლობით ბარბადოსელი იყო და ფოსტალიონად მუშაობდა,ხოლო დედა იამაიკელი გახლდათ და მედდა გახლდათ.ბავშვობიდანვე,ბენჯამინი იტანჯება “დისლექსიით (განისაზღვრება,როგორც დასწავლის უუნარობა).თავდაპირველად სწავლა დაიწყო,ეგრეთწოდებულ “აღმზრდელობით სკოლაში”,რომელიც 13 წლის ასაკში მიატოვა იმის გამო,რომ ვერაფრით დაეუფლა წერა-კითხვის შესწავლას,თუმცა მოგვიანებით უდიდესს წარმატებას აღწევს ბრიტანულ ლიტერატურულ სამყაროში.პირველ წარმატებას 15 წლის ასაკში მიაღწია,მაშინ როდესაც აქვეყნებს მის პირველ ლექსების კრებულს.მიუხედავად წარმატებისა,ხშირად ჰქონდა პრობლემები სამართალდამცავებთან და “აღრიცხვაზეც” იქნა აყვანილი.მოგვიანებით კი ქურდობისათვის სასჯელიც მოიხადა.22 წლის ასაკში გაემგზავრა ლონდონში,სადაც მისი შემოქმედბის მიმართ ინტერესი ერთი-ორად იზრდება. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ იგი ლიტერატურით იყო დაკავებული,საკმაოდ წარმატებული მუსიკოსიც გახლავთ.მან მიუძღვნა მუსიკალური ალბომი ნელსონ მანდელას.მის მიერ დაწერილი რომანებიდან დიდი წარმატება ხვდა წილად შემდეგ რომანებს: “ლტოლვილი ბიჭი”,”საშინელი მასწავლებელი” და “სახე”.გარდა ამისა მისმა პოეზიამაც დიდი მოწონება დაიმსახურა მკითხველში.გამოსცა რამდენიმე ლექსების კრებული,მათ შორის “თეთრი კომედია” და “ცოდვილი სამყარო”.დაქორწინებული გახლდათ ერთ-ერთი თეატრის ადმინისტრატორ ქალზე – ამინასთა,თუმცა 12 წლიანი ტანაცხოვრების შემდგომ ისინი ერთმანეთს დასცილდნენ.იგი გახლავთ საპატიო დოქტორი “ჩრდილოეთ ლონდონის უნივერსიტეტის”,”ბირმინჰემ სიტის უნივერსიტეტის” და სხვა უნივერსიტეტებისა.მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და აღსანიშნავია,რომ - ნელსონ მანდელამ,ბენჯამინი თავის უსაყვარლეს პოეტად აღიარა.2003 წელს მან უარი განაცხადა “დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის” მიღებაზე და შესაბამისად “რაინდის” ტიტულის მინიჭებაზეც.გამოირჩევა “რასიზმის” წინააღმდეგ და “ცხეველთა უფლებების ” დაცვის თვალსაზრისებით.განსაკუთრებულად უყვარს ფეხბურთი და “ასტონ-ვილას” თავგადაკლული ფანიცაა.გამოვიდა წინადადებით,რომ ბრიტანეთი ჩამოყალიბდეს,როგორც რესპუბლიკა და შეიცვალოს “მონარქია”.ბენჯამინ ზეფანაია,დღესაც აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი შემოქმედება მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)