დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მაცხოვრებელი ინდიელი ხალხი – იროკეზები,რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე,სხვადასხვა სახის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ერთად კუს ხორცითაც იკვებებოდნენ.თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ,რომ კუს ხორცს მხოლოდ და მხოლოდ იროკეზი მამაკაცები ეტანებოდნენ,ხოლო მანდილოსნებისათვის აღნიშნული ქვეწარმავლების რიგის ცხოველის ხორცისაგან დამზადებული კერძით გამოკვება გარკვეული შეხედულებების გამო ყოვლად მიუღებელი იყო.დაასახელეთ ის მიზეზი,რის გამოც არიდებდნენ თავს კუს ხორცით კვებას იროკეზი მანდილოსნები. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: იმისათვი,რომ მომავალი შვილები არ ყოფილიყვნენ ზანტები და მოუხერხებლები.