იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად,მაშინ,როდესაც ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად დადგა ფეხი ამერიკის კონტინენტზე,ადგილობრივი (ინდიელი) მოსახლეობის რაოდენობა 18 მილიონ ადამიანს აღწევდა. 1900 წლისათვის მათი რიცხვი 350 ათასამდე დაეცა.დღეისათვის კი,თუკი აშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ ანგარიშს ვერწმუნებით,ქვეყნის ტერიტორიაზე 566 ადგილობრივი ტომის ინდიელი ხალხი სახლობს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ფინეთის ტერიტორიის 10 % ტბებით არის დაკავებული.გარდა ამისა,ქვეყნის ტერიტორიაზე 30 ეროვნული პარკიცაა განთავსებული.
* * *
3. იაპონიისა და კორეის ომის საწყის ეტაპზე იაპონელი ჯარისკაცები დამარცხებულ კორეელ ჯარისკაცებს თავებს ჰკვეთდნენ,რათა ისინი,როგორც მათ მიერ მოპოვებული „სამხედრო ნადავლი” სამშობლოში გადაეგზავნათ.თუმცა მათი იაპონიაში ტრანსპორტირება რთულ საქმეს წარმოადგენდა.ამიტომ აგრესორებმა უფრო „მოხერხებულ” საშუალებას მიაგნეს: თავის ნაცვლად ჰკვეთდნენ ყურებსა და ცხვირს.
* * *
4. სკანდინავიის ნახევარკუნძულზე განთავსებულმა ულამაზესმა ქვეყანამ – შვედეთის სამეფომ პირველი და მეორე მსოფლიო ომების მიმდინარეობისას ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა.
* * *
5. თითოეული თოვლის ფიფქის საშუალო დიამეტრი 5 მილიმეტრისა ხოლო წონა კი – 1 მილიგრამიდან 3 მილიგრამამდე მერყეობს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერის (შეიქმნა 1939 წელს) ერთ-ერთი გამომგონებელი ბულგარული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი – ჯონ ვინსენტ ატანასოვი გახლდათ.
* * *
7. პარიზში განთავსებული „ეიფელის კოშკის” აგებაზე 2 წლის განმავლობაში 300 სპეციალისტი მუშაობდა.მშენებლობისას მიღებული მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვის შედეგად ეს უზარმაზარი ლითონის კონსტრუქცია ისე იქნა აგებული,რომ არც ერთი მუშა არ დაზარალებულა,რითაც დღემდე ამაყობენ პარიზელები.
* * *
8. ინდონეზიის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ბალის,გასაოცარი სილამაზის მქონე ბუნების გამო,მთელს მსოფლიოში მოიხსენიებენ,როგორც – „უკანასკნელი სამოთხე დედამიწაზე”.
* * *
9. პოლარული დათვები,რომლებსაც 40 კილმეტრი საათის სისწრაფით შეუძლით გადაადგილება,ადამიანის სუნს 30 კილომეტრი რადიუსშიაც კი გრძნობენ.
* * *
10. კატების პათოლოგიურ სიყვარულს – აილუროფილია წეოდება. – (ავტორი გენია.ჯი)