სალვადორ დალი -„Galacidalacidesoxyribonucleicacid”
„Galacidalacidesoxyribonuccleicacid” – წარმოადგენს სახვით ხელოვნებაში სურრეალიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი წარმომადგენლის,გრაფიკოსისა და სკულპტორის - სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკის (1904-1989 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ სურათს,რომელიც ავტორმა 1963 წელს შექმნა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ესპანელმა ხელოვანმა აღნიშნული ტილო მიუძღვნა ისეთ გენიალურ პერსონებს,როგორებიც გახლდნენ ბრიტანელი ბიოლოგი – ფრენსის კრიკი და ამერიკელი ბიოლოგი – ჯეიმზ უოტსონი,რომლებმაც თავის მხრივს, 1953 წელს აღმოაჩინეს ორმაგი სპირალური სტრუქტურა „დნმ”-ისა.სურათის სახელწოდება ითარგმნება,როგორც – „გალა დალი და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა”.სალვადორ დალი მიიჩნევდა,რომ ორმაგი სპირალი წარმოადგენდა იმ ერთადერთ სტრუქტურას,რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებდა.ტილოზე ავტორმა ატომური სამყაროს ფონზე გამოსახა რუსი ქალი – გალა,რომელიც ცნობისათვის,ჯერ პოლ ერუალის ცოლი იყო,შემდეგ მაქს ერნსტის საყვარელი და ბოლოს კი თავად დალის მეუღლე.დღეისათვის გენიალური ესპანელი მხატვრის სურათი – „Galacidalacidesoxyribonuccleicacid” ფლორიდის შტატში,კერძოდ კი ქალაქ სენტ-პიტერსბერგში განთავსებულ „სალვადორ დალის მუზეუმშია” დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)