არაბიდოპსისი – „ეპიზოდი”
პირველი მცენარე,რომელმაც კოსმოსის გრავიტაციულ სივრცეში შესძლო აყვავება,ორლებნიან მცენარეთა ოჯახის – ჯვაროსნების რიგის მცენარე – არაბიდოპსისია. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მცენარის თესლის გაღვივება,შემდგომ კი ყვავილობა, 1982 წელს განხორციელდა რუსულ კოსმოსურ სადგურ – „სალიუტ – 7″-ზე.კოსმომის ათვისების ადრეულ ეტაპზე „კოსმოსის მებაღედ” წოდებული ამერიკელი ასტრონომი – სკოტ ჯოზეფ კელი ირწმუნებოდა,რომ Veqqie-ს სახელწოდების მქონე კოსმოსური ექსპერიმენტის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველად იქნა აყვავილებული რთულყვავილოვანთა ოჯახის ველური ბალახოვანი მცენარე – კვირისტავა,რაც საბოლოო ჯამში არ დადასტურდა.დადგენიალია,რომ კოსმოსურ სადგურ – „სალიუტ – 7″-ზე არაბიდოპსისის პირველ აყვავებას კურირებას უწევდა რუსი კოსმონავტი,საბჭოთა კავშირის გმირი – ვალენტინ ლებედევი,რომელმაც ამ უნიკალური მცენარის აყვავების დროს ჟურნალში აღფრთოვანებულმა ჩაწერა: „მე რეგულარულად ვრწყავდი მას და ახლა მან თავისი აყვავებით უბედნიერეს ადამიანად მაქციაო”.ნიშანდობლივია ისიც,რომ ამ პატარა ყვავილოვანი მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობის ციკლი მხოლოდ და მხოლოდ 40 დღეს შეადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)
ვალენტინ ლებედევი