უცნაური გადასახადი

ბეღურების განსაკუთრებული მომრავლების მომიზეზებით, XVIII საუკუნეში გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით განთავსებული ისტორიული ოლქის ვიუტემბერგის ხელისუფლებამ მოსახლეობას ერთობ უცნაური სახის გადასახადი დააკისრა. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,ვიუტემბერგის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სახლის მფლობელი ვალდებული იყო ყოველთვიურად 12 ბეღურა მოეკლა და ისინი სპეციალურად გახსნილ პუნქტებში ჩაებარებინა.მოკლული ბეღურების ჩაბარების სანაცვლოდ კი ისინი ოლქის ბიუჯეტიდან 6 კრეიცერს იღებდნენ.იმ შემთხვევაში,თუკი რომელიმე ოჯახი თავს აარიდებდა ამ უწყინარი ფრინველების დახოცვას,მაშინ მათ ჯარიმის სახით 12 კრეიცერი უნდა გადაეხადათ ბიუჯეტში.ამ უჩვეულო გადასახადმა ვიუტემბერგის ოლქში იმდენად განავითარა მკვდარი ბეღურების ჩაბარების შავი ბაზარი,რომ ოლქის ხელმძღვანელობას ისღა დარჩენოდა ზემოაღნიშნული გადასახადი საერთოდ გაეუქმებინა (სხვათა შორის, XX საუკუნეში ბეღურების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში სასტიკი მარცხი განიცადა მაო ძედუნმა და ჩინეთის მოსახლეობამ). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>