პიერ ტერაილ დე ბაიარდის შესახებ…
ერთ გონიერ კაცს უთქვამს – „არაფერია მტრისათვის იმაზე შემაშფოთებელი,როგორც თქვენი სიმამაცეო”.ეს სიტყვები რომ სრული ჭეშმარიტებაა,ამას „უშიშარ და უებრო რაინდად” წოდებული დიდი ფრანგი მხედართმთავრისა და გულმხურვალე მამულიშვილის – პიერ ტერაილ დე ბაიარდის (1473-1524 წლები) ბიოგრაფიის უკანასკნელი ფურცელიც ადასტურებს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ვაჟკაცური ბუნებისა,ბაიარდი ერთობ კეთილშობილი და გულმოწყალე პიროვნებაც ყოფილა,რის მაოც მას ხალხი სიყვარულით – „კარგ რაინდს” უწოდებდა. 1524 წლის 30 აპრილს იტალიის ჩრდილო-დასავლეთში განთავსებულ რეგინოში – ლომბარდიაში,კერძოდ კი მდინარე სესიას სანაპიროზე საფრანგეთის არმიამ სასტიკი მარცხი განიცადა ესპანეთის არმიასთან.აღნიშნულ ბრძოლაში დაეცა პიერ ტერაილ დე ბაიარდიც.მანამდე კი,სანამ ბაიარდი გმირულად დაეცემოდა ბრძოლის ველზე,იმისათვის რომ უკანდახეული ფრანგი ჯარისკაცებისათვის სიცოცხლის შენარჩუნების ან ტყვედ ჩავარდნისაგან თავის დაღწევის საშუალება მიეცა,მარტოდმარტო იცავდა რამდენიმე ხნის განმავლობაში მდინარე სესიაზე გადებულ ხიდს 200 ესპანელი მხედრის წინააღმდეგ.პიერის გასაოცარმა სიმამაცემ და თავდადებამ მოწინააღმდეგეც კი აღაფრთოვანა,რასაც ბაიარდის სიცოცხლის უკანასკნელი მომენტიც ადასტურებს: იმ 200 ესპანელ მხედარს შორის ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ესპანელების სამსახურში ჩამდგარი ფრანგი მხედართმთავარი,ბურბონი ჰერცოგი – შარლ III.მას შემდეგ,რაც შარლმა მტრებით გარემოცული სასიკვდილოდ დაჭრილი პიერი იხილა,მისი სიმამაცით აღფრთოვანებულმა და ამავე დროს ძალზედ დამწუხრებულმა მომაკვდავს მიმართა: „ – ოჰ,ბატონო დე ბაიარდი,ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავთ… თქვენ ძალიან მამაცი და კეთილშობილი რაინდი იყავით!” – რაზეც პიერმა მიუგო: „ – სერ,მე არ მჭირდება არავითარი დამწუხრება.მე ვკვდები,როგორც ღირსეული ადამიანი,აღმასრულებელი თავისი მოვალეობისა.თუმცა კი ვწუხვარ თქვენს გამო,რადგან თქვენ ბრძოლობთ თქვენი მეფის,თქვენი სამშობლოს,თქვენი ფიცის წინააღმდეგ”.
1822 წლის შემდეგ,პიერ ტერაილ დე ბაიარდის ცხედარი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გადაასვენეს და იქ განთავსებულ საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ბაიარდი იცავს ხიდს