ნაბუქუდონოსორ II – „ეპიზოდი”
ისევე როგორც სხვა უამრავ მოკვდავს,ბიბლიასა და დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში არაერთხელ მოხსენიებულ ახალი ბაბილონის სამეფოს მეფეს – ნაბუქუდონოსორ II-ს (ძვ.წ.აღ-ით 630-562 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აგება,ერთობ უცნაური ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ისტორიული წყაროს მტკიცებით ბაბილონის სამეფოს ამაღორძინებელი მონარქი ლიკანტროპიით იყო დაავადებული (ადამიანის მგლად გადაქცევის ჯადოსნური უნარი).ნაბუქუდუნოსორს ეჩვენებოდა,რომ მის ცხოვრებაში დგებოდა ხოლმე ეტაპები,როდესაც იგი ადამიანიდან გარეულ მხეცად იქცეოდა ხოლმე.როგორც ირწმუნებოდნენ ასეთი დაავადების უმთავრესი მიზეზი გახლდათ მეფის ათეისტური შეხედულება ებრაელთა ღმერთის მიმართ,რის გამოც იგი შემოქმედმა დასაჯა.იმ პერიოდში,როდესაც ნაბუქუდუნოსორს დაავადება ურთულდებოდა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იგი ტოვებდა სამეფო სასახლეს და გარეულ ცხოველებთან იდებდა ბინას ველურ სამყაროში.საყურადღებოა ისიც,რომ სწორედ ნაბუქუდუნოსორ II გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი მმართველი,რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,აღნიშნული ინფორმაცია გენია.ჯი-ს მეცხრეათასე (9 000) პოსტია ქართულ ინტერნეტსივრცეში.