ვიქტორ-მარი ჰიუგო წერდა…
„ხუროთმოძღვრების დიდი ქმნილებანი იმდენად ცალკე პიროვნებათა ნაწარმოები როდია,რამდენადაც მთელი საზოგადოების ნამოღვაწარი; ისინი უფრო მეტად ხალხის შრომითა და ოფლით არის შექმნილი,ვინემ გენიოსი ადამიანის ზეშთაგონებით.ეს ერის მიერ კულტურის საგანძურში დატოვებული ანაბარია,დაგროვებული,დაზვინებული საუკუნეობით,ნაშთი,ნალექი ადამიანთა საზოგადოების თანმიმდევრული აორთქლებისა; ერთი სიტყვით,იგი ერთგვარი ფორმაციაა.ჟამთაბრუნვის ყოველ ზვირთს ზედ თავისი ნალექი და ნარიყი დაუტოვებია,ყოველ თაობას ძეგლზე თავისი ფენა დაუდვია,ყოველ ადამიანს თავისი ქვა მიუტანია.ასე იქცევიან წავები,ასე იქცევიან ფუტკრები,ასე იქცევიან ადამიანები”. – (ავტორი გენია.ჯი)