ნეკროკრატია
ნეკროკრატია – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და ითარგმნება,როგორც – „მკვდრების ძალაუფლება”.იგი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ისეთ უჩვეულო ფორმას,რომელშიც ქვეყნის მმართველის ფუნქციას რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – გარდაცვლილი ადამიანი ასრულებს. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახელმწიფო კი დედამიწაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთია – კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა,იგივე – ჩრდილოეთ კორეა.როგორც ცნობილია,ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს ფუძემდებელი – კიმ ირ სენი 1994 წელს გარდაიცვალა.მიუხედავად ამისა,ქვეყანაში გამოცემული ნებისმიერი კანონი მაინც მისი სახელით გამოიცემა.გარდა ამისა,კიმ ირ სენის სიტყვით გამოსვლის აუდიო-ვიდეო ვერსიებს ყოველდღიურ რეჟიმში გადასცემენ ტელევიზიებითა და რადიოთი. 1998 წელს ამ ოდიოზური მმართველობის მქონე ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეელი ხალხის აწგარდაცვლილი ბელადი – „მარადიულ პრეზიდენტად” აღიარა,რითაც საფუძველი ჩაუყარა ნეკროკრატიული მმართველობის ბუტაფორიულ ფორმას.გაცნობებთ იმასაც,რომ აღნიშნული ტერმინის ავტორი გახლავთ რუსი მწერალი და სატირიკოსი – რომან არბიტმანი,რომელმაც აღნიშნული სიტყვა პირველად 1993 წლის გაზაფხულზე გამოიყენა მისტიფიცირებულ ინტერვიუში. – (ავტორი გენია.ჯი)