წიგნების გაყიდვის უჩვეულო მეთოდი
ცნობილია,რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში,როგორც წესი,ამა თუ იმ წიგნის გაყიდვა ძირითადად დამოკიდებულია ავტორის ვინაობაზე.შესაბამისად,რაც უფრო პოპულარულია მკითხველში ავტორი,მით უფრო ძვირი და გაყიდვადია მისი ქმნილება,რადგან პუბლიკას ვინმე უცნობი ავტორის მიერ დაწერილ 1 000 გვერდიან წიგნს,სახელოვანი ავტორის მიერ გამოცემული 100 გვერდიანი წიგნის შეძენა ურჩევნია. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია,თუმცა დედამიწაზე არსებობს ისეთი ქალაქიც (სხვათაშორის ერთადერთი ქალაქი),სადაც წიგნების გასაყიდი ფასი დამოკიდებულია არა ავტორისა და მისი ქმნილების პოპულარობაზე,არამედ – წიგნის წონაზე და ასეთი ქალაქი გახლავთ ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი – შანხაი.აღნიშნულ ქალაქში არსებულ წიგნების მაღაზიებში განთავსებულია სპეციალური სასწორები,რომელთა საშუალებითაც მყიდველი წონის მიხედვით ყიდულობს წიგნს.აქვე გაცნობებთ იმასაც,რომ წიგნების გაყიდვის ასეთი უჩვეულო მეთოდი მხოლოდ შანხაიშია გავრცელებული და არა ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე. – (ავტორი გენია.ჯი)