„ხეც ადამიანს ჰგავს!”

ერთი მრავლისმეტყველი აფრიკული ანდაზაა: „ბუმბერაზი ხეები ეცემიან, და მათი ფოთლებით თხები კი იკვებებიანო”.ხეც ხომ ადამიანსა ჰგავს.ხეც ხომ სულდგმულია,მისი ფოთლებიც ხომ სუნთქავენ,ისიც ხომ მგრძნობიარეა,დარწმუნებული ვარ მას სტკივა,როდესაც შტოს მოვტეხავთ ან მოვჭრით.ხომ იცრემლება, ა? ანდა როგორა გვგავს ჩვენ ხე.ეგეც ითესება,იზრდება,ტანს აიყრის,იფურჩქნება,ყვავილს გამოიღებს,ნაყოფს ისხამს. ცოცხლობს! მშვენებაა ბუნებისა,მთისა და ბარის,ტყისა და მინდვრის.ადამიანისათვის ხომ შემჩრდილებელი,სიცხე-პაპანაქების შემამსუბუქებელი,წვიმა-თოვლის ამრიდებელი,სურნელოვანი ნაყოფის გამომღები და დამაკმაყოფილებელი როგორც ადამიანის,ისე გარეული თუ შინაური პირუტყვების.როგორ არ უნდა შეგიყვარდეს,როგორ არ უნდა მოუარო,როგორ არ უნდა ეთაყვანო ამისთანა მშვენიერებას.ხე ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ხელშემწყობი რამ არის ადამიანისათვის.უმეტესად ხის სახლებს დანმრთელობის დაცვის მიზნით ვაშენებთ.ხისაგან აშენებენ ოდას,პიტაფიცარა სახლს,ხულას,ბეღელს,სასიმინდეს,ბოსელს,საჯინიბოს,თავლას,საღორეს,საქათმეს და სხვას. და თუ ეს დამხმარე ნაგებობანი ხის მორებისაგან არ არის გაკეთებული,წნელით მაინც არის მოწნული.მე ეს არ მიყვარს.ვცხოვრობ და ვხარობ ხის ნაგებობებით,მაგრამ არ მიყვარს,როდესაც ხე იჭრება,იხერხება და შეშდება ფიცრებად.აბა წარმოიდგინეთ და მითხარით,რა სჯობია დილით საწოლში ახლად გაღვიძებულს რომ ხის ფოთლების ჩრდილებით შეზავებული მზის დალოცვილი სხივები მოგელამუნება სახეზე?!

” – არა,ბატონებო,ჩემს ტყეში ხეს ვერ მოგაჭრევინებთ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>