გლადიატრიქსების შესახებ…
დიდი ძველ რომაელი სწავლული და ენციკლოპედისტი – აულიუს კორნელიუს ცელსიუსი (ძვ.წ.აღ-ით 25 ახ.წ.აღ-ით 50 წლები) „მარადიული ქალაქის” არენებზე საბრძოლველად გასულ ქალ-გლადიატორებს (გლადიატრიქსებს) ვულგარულებად და არაგრაციოზულ მანდილოსნებად მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ გლადიატორ ქალებს ცოლად არავინ ირთავდა და მათი სოციალური სტატუსი სტრიპტიზიორებისა და მეძავების სოციალური სტატუსისაგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა (ერთ-ერთი ვერსიით,ლესბოსელი ქალები სპეციალურად ხდებოდნენ გლადიატორები,რათა ამ გზით თავი აერიდებინათ მამაკაცებზე დაქორწინებისაგან).ძველი რომაული საზოგადოების აზრით ისინი სხეულით ვაჭრობდნენ,რათა ფულადი პრიზის სანაცვლოდ გაერთოთ არენებზე შეკრებილი მაყურებლები.გამარჯვების შემთხვევაში გლადიატრიქსები პრიზის სახით გარკვეული რაოდენობის თანხას იღებდნენ.ეს კი თავის მხრივ,ქალ-გლადიატორებს ოჯახის წევრი მამაკაცებისაგან ფინანსურად დამოუკიდებლებს ხდიდათ,რაც ესოდენ მნიშვნელოვანი გარემოება იყო პატრიარქალურ საზოგადოებაში მაცხოვრებელი ქალებისათვის.თავდაპირველად,სუსტი სქესის წარმომადგენელ მებრძოლებს,რომლებიც თავიანთი ნება-სურვილით ირჩევდნენ ცხოვრების ასეთ რთულ და მანდილოსნისათვის შეუფერებელ გზას,ბრძოლა გარეულ ტახებთან და ქონდრისკაცებთან უხდებოდათ,რაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი მხიარულების გამომწვევი მიზეზი ხდებოდა.მოგვიანებით კი,წესი შეიცვალა… რომის ოდიოზი იმპერატორის – ნერონის ბრძანებით ტყვედ აყვანილი ქალი-გლადიატორები ვალდებულები ხდებოდნენ ბრძოლები ეწარმოებინათ არა გარეულ ტახებთან და ქონდრისკაცებთან,არამედ ისეთ მხეცებთან,როგორებიც არიან – დათვები,ლომები,ვეფხვები და სხვა.გარდა ამისა,მამაკაცი გლადიატორების მსგავსად,მათაც მიეცათ უფლება ერთმანეთში ეწარმოებინათ სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებები.ეს კი ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი მოვლენა გახლდათ.ძველ რომში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,რამდენიმე კატეგორიის ადამიანების მსგავსად,კოლიზეუმის არენაზე დაღუპულ გლადიატორებს,მათ შორის მანდილოსნებსაც,ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე კრძალავდნენ,რადგან მათ არც სიკვდილის შემდეგ „ეძლეოდათ” უფლება ქალაქის ფარგლები დაეტოვებინათ.ქალი-გლადიატორის საფლავის ქვაზე ოსტატები გლადიატორთა ემბლემას სახავდნენ.ელადაში ჩატარებული ოლიმპიური თამაშებიდან რომში დაბრუნებულმა რომის იმპერატორმა – ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა კანონის ძალით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალა გლადიატრიქსების ორთაბრძოლები. – (ავტორი გენია.ჯი)