სტივენ ედვინ კინგი – „მწერლების დინასტია”
„საშინელებათა მეფედ” წოდებული გამოჩენილი ამერიკელი მწერლის - სტივენ ედვინ კინგის ოჯახს შესაძლოა თამამად ვუწოდოთ – „მწერლების დინასტია”. (ავტორი გენია.ჯი) დიდი ამერიკელი მწერლის – ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის ნაწარმოებმა – „წყვდიადში მოჩურჩულე”-მ როკ-ენ-როლის,ბეისბოლის,ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოყვარული სტივენი პირველად დააფიქრა მწერლის კარიერაზე. 1959 წელს ლიტერატურულ ასპარეზზე ფეხშედგმულმა და უკვე სახელგანთქმულმა მწერალმა 7 რომანი რიჩარდ ბრაჰმანის,ხოლო ერთი ნოველა – ჯონ სენჰენის ფსევდონიმებით გამოაქვეყნა.აღნიშნულმა ფაქტმა კინგის შემოქმედების თაყვანისმცემლებისაგან კრიტიკა დაიმსახურა,რამაც იგი აიძულა ფსევდონიმს აღარასოდეს ამოფარებოდა.სამწერლო ასპარეზზე სტივენის წარმატებას ხელი შეუწყო მისმა მეუღლემ – ტაბიტამ,რომელმაც მეუღლის მიერ დაწერილი და შემდგომ ავტორის მიერვე უვარგის ქმნილებად მიჩნეული არაერთი შესანიშნავი ნაწარმოები იხსნა განადგურებისა და სანაგვეში მოსროლისაგან.მათ შორის კინგის პირველი რომანი – „კერი”.დღეისათვის სტივენ ედვინ კინგს დაწერილი აქვს 48 რომანი, 84 მოთხრობა და 16 ნოველა.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამერიკელი ლიტერატორის მეუღლე – ტაბიტაც სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობს და ცხრა რომანიც აქვს გამოქვეყნებული.გარდა ამისა,ლიტერატურულ მოღვაწეობაში არიან ჩართული კინგის ვაჟებიც: ოუენმა თავისი პირველი ნაწარმოები – „ჩვენ ერთად ვართ: მოთხრობები და ნოველები”, 2005 წელს გამოაქვეყნა.ამავე წელს ჯოზეფ ჰილსტრომ კინგმა დაწერა თავისი პირველი სადებიუტო რომანი – „ყუთი გულის ფორმით”,რომელიც ჯო ჰილის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.„მწერლების დინასტია” რომ ვახსენე,ვახსენე იმ გარემოების გამოც რომ,სტივენ კინგის რძალი,ოუენის მეუღლეც სამწერლო ასპარეზზეა შემდგარი. – (ავტორი გენია.ჯი)
სტივენ კინგის ოჯახი