რობერტ ფიშერი & ბორის სპასკი – „ეპიზოდი”
1972 წელს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გამართული იქნა საჭადრაკო დაპირისპირება გენიალურ ამერიკელ მოჭადრაკეს – რობერტ ფიშერსა და ჭადრაკში რუს მსოფლიო ჩემპიონს – ბორის სპასკის შორის. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დასაუფლებად გამართული მატჩი იმთავითვე მრავალი სკანდალის,ფსიქოლოგიური ომისა და უნდობლობის ფონზე მიმდინარეობდა.გასათვალისწინებელია ის გარემოებაც,რომ იმ პერიოდში აშშ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთთან „ცივი ომის” პირობებში იმყოფებოდნენ,რაც თავის მხრივ,კიდევ უფრო უწევდა თამასას მათ შორის წარმოებულ საჭადრაკო ბრძოლას.ეჭვით ატანილი საბჭოთა დელეგაციის წევრების ვარაუდით,იმისათვის,რომ ამერიკელ მოჭადრაკეს მოწინააღმდეგე წონასწორობიდან გამოეყვანა,სხვადასხვა სახის ელექტრონულ და ქიმიურ საშუალებებს იყენებდა.ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ საბჭოთა დელეგაციის წევრები მთელი ტურნირის განმავლობაში სადღეღამისოდ დარაჯობდნენ თანამემამულე მოჭადრაკის სკამს. „საუკუნის მატჩად” წოდებული საჭადრაკო დაპირისპირება ამერიკელი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა.მას შემდეგ,რაც ფიშერმა სპასკი ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა,ამერიკელების მიმართ უნდობლად განწყობილმა საბჭოთა დელეგაციამ სპასკის სკამი ლაბორატორიაში წაიღო შესამოწმებლად,თუმცა საეჭვო და არაჩვეულებრივი მასში არაფერი აღმოჩენილა. – (ავტორი გენია.ჯი)