ბალიში – „ეპიზოდი”
თუკი ძველ ეგვიპტურ საზოგადოებაში ბალიშების რაოდენობა იმთავითვე სიმბოლირდებოდა მათი მფლობელის მაღალ სოციალურ სტატუსთან (განურჩევლად სქესისა),ევროპაში,კერძოდ კი XVI საუკუნის ინგლისში,ბალიში მეტად გააზიზებულ (სათუთ – ნაზ) ნივთად იყო მიიჩნეული,რის გამოც ბრიტანელი მამაკაცები აღნიშნული ნივთით საერთოდ არ სარგებლობდნენ.ის კი არა და, ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის – ჰენრი VIII-ს მმართველობის ჟამს „ნისლიან ალბიონზე” ბალიშზე დაძინების უფლების პრივილეგიით მხოლოდ და მხოლოდ ორსული მანდილოსნები იყვნენ დაჯილდოებულნი. – (ავტორი გენია.ჯი)