ვაშინგტონი – „ეპიზოდი”
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი – ვაშინგტონი ერთადერთი დიდი ქალაქია ქვეყანაში,სადაც ამ ზესახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ცათამბჯენები არ არის წამომართული. (ავტორი გენია.ჯი) საქმე იმაშია,რომ 1910 წელს ხელისუფლებამ მიიღო აქტი,რომლის თანახმადაც ვაშინგტონის ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა აგებულიყო კაპიტოლიუმზე (აშშ-ის კონგრესის შენობა) მაღალი შენობა.აღნიშნული აქტიდან გამომდინარე,რომელიც დღესაც მოქმედებაშია,არქიტექტორები ვალდებული არიან მშენებარე ობიექტის სიმაღლის ლიმიტი აკონტროლონ.თავის მხრივ კი,ლიმიტი 40 მეტრს ანუ 12 სართულიანი სახლის სიმაღლეს წარმოადგენს.ერთადერთი ნაგებობა,რომელიც კაპიტოლიუმს სიმაღლით აღემატება,ვაშინგტონის სიმბოლოდ ქცეული 169 მეტრი სიმაღლის მქონე მონუმენტია.იმას,რომ ვაშინგტონი ტიპიურ ევროპულ ქალაქებს ჩამოჰგავს,დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის პირველ არქიტექტორს,ეროვნებით ფრანგ არქიტექტორს – პიერ ჰარლემ ლანფანს,რომელმაც მის სამშენებლო გეგმაში პარიზისათვის დამახასიათებელი ნიუანსები შეიტანა.აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ აშშ-ის დედაქალაქი ერთადერთი ქალაქია ამერიკისა,რომელსაც ქალაქის მერი არ ჰყავს,რადგან დედაქალაქს თავად პრეზიდენტი განაგებს. – (ავტორი გენია.ჯი)