„აი,მარადისობის სიმბოლო!”
აი,მარადისობის სიმბოლო,საშინელი მარადისობისა… როცა კაცი მარტო რჩება და აღარ გასცქერის მომავალსა და ოცნებას,თვალწინ გადაეშლება შემზარავი უფსკრული მარადისობისა.მარადისობა! მარადისობა მომავალი არ არის,როცა მივიცვლებით,სიკვდილი დაგვტრიალებს ჩვენს ორბიტაზე და კვლავ უკან დაგვაბრუნებს წარსულისაკენ,იმისკენ,რაც იყო.ასე უსასრულოდ ვარღვევთ ჩვენი ბედის გორგალს,ვსპობთ ყველაფერს უსასრულოს,რამაც შეგვქმნა მარადისობაში,მივდივართ არარაში და მაინც ვერასოდეს მივაღწევთ იქამდე,რამეთუ არც არასოდეს არა არსებულა რა.
ჩვენი არსებობის ამ დინების ქვეშ,მის სიღრმეებში სხვა ნაკადი მიედინება საპირისპიროდ,აქ ჩვენ მივემართებით გუშინდლიდან ხვალისაკენ,იქ კი – ხვალინდლიდან გუშინდლისაკენ.ჩვენი ბედი კიდეც იქსოვება და კიდეც ირღვევა ერთსა და იმავე დროს და ზოგჯერ ამ,სხვა სამყაროდან,ამ ჩვენი სამყაროს შუაგულიდან ჩვენამდეც აღწევს ქროლვა,სუნი და იდუმალი ხმები.ისტორიის გულგვამი ისტორიის საპირისპიროა და საპირისპირო პროცესია იმისა,რაც ჩვენ ვიცით; მიწისქვეშა მდინარე ზღვიდან წყაროსკენ მიედინება”. – (ავტორი გენია.ჯი)