ნიკოლას ტომას ბერნჰარდი
ნიკოლას ტომას ბერნჰარდი - დაიბადა 1931 წლის 9 თებერვალს,ნიდერლანდების ქალაქ ჰეერლენში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი პროზაიკოსი და დრამატურგი.ბავშვობა დედის მშობლებთან გაატარა და ბაბუა მწერალი ჰყავდა.სწავლა კათოლიკურ სკოლაში დაიწყო,რომელიც 1947 წელს მიატოვა,რა დროსაც მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველად.1949-1950 წლებში ნიკოლასი სამკურნალოდ მიემგზავრება სანატორიუმში,რათა ფილტვებისათვის ემკურნალა,რომელიც მას მთელი ცხოვრება აწუხებდა.1955-1957 წლებში,ზალცბურგის უნივერსიტეტში,დაეუფლა სამსახიობო ხელოვნებას და მალევე “მოცარტეუმში,მუსიკალური და დრამატული ხელოვნების შესწავლას.ამის შემდგომ კი მთელ მის ცხოვრებას უძღვნის ლიტერატურას და 1963 წელს აქვეყნებს მის პირველ ნაწარმოებს “ყინვა”. (ავტორი გენია.ჯი) 1965 წელს,გადაბარგდა საცხოვრებლად ოსდოლფრში,გმუნდენის ოლქში,სადაც გააჩნდა სახლი და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.1967 წელს აქვეყნებს მის მეორე ნაწარმოებს “შეშფოთება”,რის შემდეგაც იწყებს პიესების წერასაც და შემდგომ წლებში აქვეყნებს პიესებს: “საღამო ბორისისათვის”,”გმირთა მოედანი”,ელისაბედ II” და სხვა პიესები.გარდა ამისა წერს ნაწარმოებებსაც,სახელწოდებებით: “კორექტურა”,”ძველი ოსტატები” და ასე შემდეგ.მისი შემოქმედების მიმართ,რომელშიც გაკრიტიკებული იყო იმ პერიოდის ავსტრიული საზოგადოების თითქმის ყველა ფენა,დიდ კრიტიკას იმსახურებს და ერთ-ერთ სკანდალურ პიროვნებად აქცევს.ამის გამო მან ანდერძად დაიბარა,რომ მისი გარდაცვალების შემდგომ,ტომასის ნაწარმოებები არ გამოქვეყნებულიყო ავსტრიაში.ნიკოლას ტომას ბერნჰარდი გარდაიცვალა 1989 წლის 12 თებერვალს ოლსდორფში,სადაც დაკრძალულ იქნა კიდეც.მისი სახელი კი (მიუხედავად იმ დროინდელი საზოგადოებრივი კრიტიკისა,”ოქროს ასოებით” შევიდა ავსტრიულ ლიტერატურაში. (ავტორი გენია.ჯი)