ერთი შავ-ბნელი ფურცელი „ამომავალი მზის ქვეყნის” ისტორიიდან
XX საუკუნის 30-იან წლებში იაპონიაში ფუნქციონირება დაიწყო პირველმა საროსკიპომ,რომელიც გათვალისწინებული იყო იაპონიის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცებზე. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ისიც,რომ ასეთი სახის საროსკიპოებში მომსახურე პერსონალს (მათ შორის არასრულწლოვანებსაც) მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი მანდილოსნები წარმოადგენდნენ და იმისათვის,რომ საროსკიპოები უცხოელებით შეევსოთ,იაპონიის ხელისფლების უშუალო დავალებით იაპონური სპეცსამსახურები ჩინეთიდან,ფილიპინებიდან,კორეადან და სხვა მეზობელი სახელმწიფოებიდან იტაცებდნენ 12-დან 15-ტ წლამდე ასაკის მქონე არასრულწლოვან გოგონებს.მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ „ამომავალი მზის ქვეყანაში” კიდევ რამდენიმე ანალოგიური საროსკიპო იქნა გახსნილი,სადაც „მომსახურე პერსონალს” აიძულებდნენ დღე-ღამის განმავლობაში მეტად დამამცირებელ პრიობებში 18 საათის განმავლობაში „ემუშავათ”.რამდენიმე წყაროს მტკიცებით,იაპონიის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცებისათვის სპეციალურად გახსნილ საროსკიპოებში იმდენად რთულ პრიობებში უწევდათ იძულების წესით დამონებულ გოგონებს მუშაობა,რომ ისინი მაქსიმუმ ორ წელიწადში იღუპებოდნენ.
2014 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა – სინძო აბემ გააკეთა საჯარო განცხადება,სადაც აღნიშნა,რომ ზემოაღნიშნული სახის საროსკიპოებში დასაქმება გოგონებისათვის ნებაყოფლობითი ხასიათის იყო და ცნობა მათზე ძალადობის შესახებ ფალსიფიკაციას წარმოადგენდა.იაპონიის ხელისუფლება დღემდე აქტიურად ცდილობს ქვეყნის ისტორიის ამ შავბნელი ფურცლის წაშლას,თუმცა ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. – (ავტორი გენია.ჯი)