ფრანსისკო ფრანკო – „ეპიზოდი”
ესპანეთის სამოქალაქო ომის მძვინვარების ჟამს,ერთ-ერთ ინტერვიუში ქვეყნის მომავალმა დიქტატორმა - ფრანსისკო ფრანკომ (1892-1975 წლები) ჟურნალისტს აღფრთოვანებულმა განუცხადა: „მე დედაქალაქს ავიღებ და, რაც არ უნდა მოხდეს,ესპანეთს ვიხსნი მარქსიზმისგანო”,რაზეც ელდანაცემმა ჟურნალისტმა შენიშნა – „საამისოდ ნახევარი ესპანეთის დახვრეტა მოგიწევთო,ფრანკომ კი ცივად გაუმეორა: „მე ხომ ვთქვი,რადაც არ უნდა დამიჯდესო” (აკი დაუჯდა კიდეც). – (ავტორი გენია.ჯი)