ფაქტები ფაუნის წარმომადგენელთა შესახებ…
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გავრცელებული ძუძუმწოვარი ცხოველის - ვარსკვლავცხვირას ცხვირზე განთავსებულ მეტად უჩვეულო ფორმის მქონე რეცეპტორებს – „ეიმერის ორგანოების” სახელწოდებით მოიხსენიებენ. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ძაღლის ჯიშის - დალმაციელის სამშობლოს ხორვატიის შემადგენლობაში შემავალი დალმაციის პროვინცია წარმოადგენს.
* * *
როგორც ცნობილია,მწერების რიგის – ტარაკანების სახეობათა უდიდეს ნაწილს ფრენის უნარი არ გააჩნიათ.თუმცა არსებობს რამოდენიმე გამონაკლისიც.კერძოდ კი,ამერიკული და ავსტრალიური სახეობის ტარაკანებს სხვა სახეობის თანამოძმეთაგან განსხვავებით,ფრენის შესანიშნავი უნარი შესწევთ.
ნემსთევზასებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენლები - ზღვის ცხენთევზები ერთადერთი წარმომადგენლები არიან ცოცხალი სამყაროსი,რომელთა მამრები მდედრების მსგავსად ორსულდებიან და პატარებს ბადებენ. – (ავტორი გენია.ჯი)
ჭიანჭველების სახეობებს შორის ყველაზე დიდი აგრესიით ავსტრალიის კონტინენტზე გავრცელებული – ჭიანჭველა-ბულდოგები გამოირჩევიან.
ყველაზე მაღალი ხმის ტემბრით დედამიწაზე - ლურჯი ვეშაპები გამოირჩევიან.მათი ხმის სიმძლავრე – 188 დეციბალს შეადგენს.
ფრინველთა სახეობებს შორის ხმაბაძვის ყველაზე შესანიშნავი თვისებით ბეღურასნაირთა რიგის ფრინველი - კუდქნარა გამოირჩევა.ზოოლოგების მტკიცებით,კუდქნარებს ნებისმიერი იმ ხმის იმიტირება შეუძლიათ,რომლებიც მათ სმენას ხვდება.
ძაღლების ერთადერთი სახეობა,რომელთაც ვარდისფერი ენა არა აქვთ,ჩინეთში გამოყვანილი - ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლია.
საინტერესოა ის გარემოება,რომ ტოლფრთიანების რიგის მცენარეთა პარაზიტი მწერების - ბუგრების მდედრი ჭუპრები ფეხმძიმეებად იბადებიან.
როგორც ცნობილია,ძუძუმწოვარი არსებების სისხლი – წითელი ფერისაა,ხოლო მწერებისა კი – ყვითელი.ამ მხრივ მათგან განსხვავებულია ლურჯი სისხლის მქონე – ზღვის ომარი. – (ავტორი გენია.ჯი)