დი სინი – „ეპიზოდი”
მდინარე ხუანხეს ჩრდილოეთის ველებზე განთავსებულ შანის იმპერიას ძვ.წ.აღ-ით 1075-1046 წლებში განაგებდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალის მქონე იმპერატორი – დი სინი.როგორც დიდი ჩინელი ისტორიკოსი – სიმა ციანი გვამცნობდა,ამ მჭერმეტყველ,ხარბსა და ოდიოზ მმართველს შიშველი ხელებით ძალუძდა გარეულ ცხოველებთან გამკლავება. (ავტორი გენია.ჯი) სიმა ციანისვე გადმოცემის თანახმად,ალკოჰოლური სასმელებისადმი ჩინელი იმპერატორის სიყვარულმა ისეთ განუსაზღვრელ დონეს მიაღწია,რომ მისი ბრძანებით იმპერატორის ძვირფასი ქვით ნაგები უზარმაზარი სასახლის წინ ააგეს გიგანტური მოცულობის მქონე რეზერვუარი,რომელიც ღვინით იქნა ავსებული.ამ ხელოვნურად შექმნილ ღვინის ტბაში რამდენიმე მცირე მოცულობის კუნძული იყო განთავსებული,რომლებზედაც არსებული ხეების ტოტები დი სინმა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ქვეშევრდომებს ხორცით მოართვევინა.იმპერატორი ღვინის ტბის ხშირი ვიზიტორი იყო.იგი ხშირად უნახავთ,თუ რა საოცარი ნეტარებითა და სიხარულით ადევნებდა თვალს იმ უბედურ მსახურებს,რომლებიც მისივე ბრძანებით ტბაში შედიოდნენ და მანამ ბანაობდნენ,სანამ ღვინის ტბაში არ ჩაიხრჩობოდნენ.საბოლოო ჯამში,ოდიოზი ჩინელი მმართველი დაამხეს.მან სიცოცხლე იმ გასაოცარი „ირმის კოშკზე” დაასრულა სუიციდით,რომელიც მისი ბრძანებით იქნა აგებული და რომლის ქონგურებიც ღრუბლებს სწვდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)