რა მეთოდით შეურაცხყოფდა იმპერატორი გაო-ძუ განათლებულ ადამიანებს?
როგორც ცნობილია,ხანის დინასტიის წარმომადგენელი იმპერატორი ჩინეთის საიმპერატორო ტახტზე – გაო-ძუ (ძვ.წ.აღ-ით 256-195 წლები),განათლებული ადამიანების მიმართ ერთობ მტრულ დამოკიდებულებას იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) ცენტრალიზებული ხელისუფლების განმტკიცებისა და სამხედრო სიძლიერის მოსურნე ჩინელი მმართველისათვის მეცნიერება,ფილოსოფია და ზოგადად რომ ვთქვათ,განათლება,არა მხოლოდ ინტერესმოკლებული იყო,არამედ საშინლად საძულველიც.იგი თავის მრჩევლებს ხშირად ეუბნებოდა,რომ ყველაფერი,რასაც ფლობდა,უნაგირზე მჯდომმა ბრძოლით მოიპოვა და არა წიგნების კითხვით.ამიტომაც სრულებითაც არ იყო აუცილებელი განთლების მიღება.ის კი არა და,იგი ერთობ განრისხებული რჩებოდა,როდესაც გაიგებდა,რომ ესა თუ ის მისი ქვეშევრდომი ცოდნის გაღრმავებას მიჰყოფდა ხელს.მისი მმართველობის ჟამს ჩინელი სწავლულების უმრავლესობა კონფუციანელი იყო.მათი გამოსარჩევი ნიშანი წამახვილებული კუთხეების მქონე ქუდები გახლდათ.მაშინ,როდესაც განათლების მოძულე იმპერატორი ასეთი განმასხვავებელი ნიშნით (ქუდით) გადაეყრებოდა ვინმეს სადმე,იგი მას აიძულებდა ქუდი მოეხადა და მისთვის გადაეცა.მას შედეგ,რაც გაო-ძუს ხელში ერუდირებული ქვეშევრდომის ქუდი მოხვდებოდა,იგი საჯაროდ,დემონსტრატიულად იკმაყოფილებდა მასში თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს და ამ ამაზრზენი და დამამცირებელი ქმედებით აიძულებდა სხვებს,ხელი აეღოთ განათლების მიღების სურვილისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)