უცნობი ისტორია სალვადორ დალისა და გალას ცხოვრებიდან…

1980 წელი მეტად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა ექსტრავაგანტული თვისებებით გამორჩეული გენიალური ესპანელი მხატვრის – სალვადორ დალის ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წელიწადს ფერმწერს დამბლა დაეცა,რამაც იგი იძულებული გახადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის უსაყვარლეს საქმიანობას ჩამოსცილებოდა.სალვადორი არც ადრეულ პერიოდში იყო გაწონასწორებული პიროვნება,თუმცა ამჯერად კიდევ უფრო გაუწონასწორებელი და გაღიზიანებული გახდა.ამიტომაც უწოდა პოპულარული ბრიტანული ჟურნალის – „Vaniti Fair”-ის კორესპოდენტმა ერთ-ერთ თავის სტატიაში ესპანელ მხატვარს – „ავადმყოფი ჯოჯოხეთიდან”.სალვადორის უკიდურეს გაღიზინებას მისი საყვარელი მეუღლის – გალას თავნება და აღვირახსნილი ქმედებებიც უწყობდა ხელს, და თუკი ადრე იგი ამაზე „დიდსულოვნად” ხუჭავდა თვალს,ახლა ყოველივე შეიცვალა.სახელოვანი ფრანგი პოეტის – პოლ ელუარის პირველმა მეუღლემ,ყაზანში დაბადებულმა რუსმა ქალმა – ელენა დიაკონოვნამ,იგივე – გალამ,მეუღლის უძლურებით ისარგებლა და არა მხოლოდ გულმსუყე  მფლანგველობით გამოირჩა,არამედ ერთობ აღვირახსნილ ცხოვრებაშიც ჩაება. (ავტორი გენია.ჯი) იგი თავისი გენიოსი მეუღლის მიერ შექმნილი შედევრების გაყიდვით აღებულ თანხებს თავისივე ახალგაზრდა საყვარლებს უძღვნიდა (რამდენიმეჯერ შედევრებიც უსახსოვრა).გარყვნილების მორევში გადაშვებული ქალი ხშირად არ ბრუნდებოდა სახლში რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი.მეუღლის უზნეო და თავხედმა ქმედებებმა ისე გამოიყვანა სალვადორი წყობიდან,რომ გალას სასტიკად სცემა (ამ ცემის დროს ქალს ორი ნეკნი გაუტყდა).იმისათვის,რომ გალას განრისხებული მეუღლე დაემშვიდებინა,ხშირად იგი დალის ვალიუმსა და სხვა დამამშვიდებელ სამედიცინო პრეპარატებს ასმევდა.ერთხელ კი ქალმა ქმარს ზედმეტი დოზით მიაწოდა სტიმულატორის დოზა,რამაც სალვადორის ფსიქიკას გამოუსწორებელი ზიანი  მიაყენა.

სალვადორის პირადი ცხოვრების ორომტრიალში ჩახედულმა მეგობრებმა,რომლებიც შეშფოთებული იყვნენ მისი მდგომარეობით,დალის დასახმარებლად ეგრეთ წოდებული „დახმარების კომიტეტი” შექმნეს და დიდი მხატვარი კლინიკაში გადაიყვანეს.მიუხედავად ამისა,დალი მაინც ვერ თმობდა გალას და მისი დაკარგვის შიშით განაგრძობდა ცხოვრებას.სალვადორი შიშობდა,რომ მეუღლე მას იმ პერიოდისათვის სახელოვანი ამერიკელი მსახიობის – ჯეფი კრეიგ ფენჰოლტის გამოისობით მიატოვებდა (ცნობისათვის,ეს ის მსახიობი და მომღერალი გახლდათ,რომელმაც გახმაურებულ მიუზიკლში – „იესო ქრისტე სუპერვასკვლავი” პირველი როლი მიიღო. – ავტორი გენია.ჯი).

დიდი გენიოსი აღდგომას იმედოვნებდა,ამიტომაც სურდა,რომ მისი ცხედარი გარდაცვალების შემდეგ გაეყინათ.თუმცა მისი ანდერძი არ აღსრულებულა… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>