ეჟენ იონესკო წერდა…
რუმინული წარმომავლობის მქონე აბსურდის ფრანგმა კლასიკოსმა და დრამატურგმა - ეჟენ იონესკომ (1909-1994 წლები),რომელმაც თავისი ნაშრომებით საბოლოო დიაგნოზი დაუსვა სოფლის ყოფას,როგორც აბსურდს, და ამ აბსურდის ფონზე,სადაც ადამიანი თავს ვერ შეაფარებს,ერთადერთ მდგრად ჭეშმარიტ რეალობად ეკლესია მიიჩნია,წერდა:
„სამარცხვინოა,რომ ეკლესია ისტორიაში გათქვეფას ცდილობს,ისე ეშინია ისტორიის გარეშე დარჩენისა.მაგრამ ეს ცთომილებაა,რადგან ეკლესიის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ დარჩეს ისტორიის გარეთ და გაიძღოლოს ხალხი,რომ ისტორია ზეისტორიად აქციოს.ის კი,ვაგლახ,მხოლოდ პოლიტიკით და დემაგოგიით არის გატაცებული… დამთრგუნველია ეს სეკულარიზაცია… ისტორია არის რღვევა და დაღუპვა,ის ქაოტურია… სოფელი თუ იღუპება,სოფელში მყოფი ეკლესიაც დაიღუპება სოფელთან ერთად.ეკლესია რომ ხელს უწვდიდეს სოფელს,სოფელი შევიდოდა ეკლესიაში.მაგრამ ეკლესია თავად შედის სოფელში და იღუპება სოფელში,ისტორიაში,პოლიტიკაში…”