მუხრან მაჭავარიანი – „ეპიზოდი”
ქართული პოეზიის ერთ-ერთი თვალმარგალიტი პოეტი და სასიქადულო მამულიშვილი – მუხრან მაჭავარიანი (1929-2010 წლები),საზოგადოების წინაშე პირველად თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარსდგა. (ავტორი გენია.ჯი) თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეს გენიალური ქართველი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო საღამოზე საკუთარი ლექსის წაკითხვის უფლება დართეს,რაც მუხრანისათვის დაუვიწყარ მოვლენად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) ნათხოვარ კოსტუმში გამოწყობილმა ქართული პოეზიის მშვენებამ პირველად საზოგადოების წინაშე ნიკოლოზ ბარათაშვილსადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა,რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა პუბლიკა.ბარათაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი კი,რომელმაც პირველად გააცნო ქართველ ხალხს დიდი პოეტი,შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა:
„შენმა მერანმა დასტოვა კვალი,
გზა არ წაშლილა შენგან თელილი,
დღესაც ჭიხვინებს შენი მერანი, -
მრავალ ქარტეხილს გადარჩენილი”.