იან ვერმეერის შესახებ…
ნიდერლანდური ხელოვნების ოქროს საუკუნის გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერი – იან ვერმერი (1632-1675 წლები),თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ვერც აღიარებით დატკბა და ვერც დიდებით. (ავტორი გენია.ჯი) ნიდერლანდული სახვითი ხელოვნების სკოლის ერთ-ერთი ბუმბერაზი წარმომადგენელის თვისებას, და თუ შეიძლება ითქვას, – ნაკლს,მისი ერთობ ნელ ტემპში მუშაობა წარმოადგენდა.ვერმეერს,როგორც მხატვარს პატივს სცემდნენ.არისტოკრატები და დიდებულები შეკვეთებსაც აძლევდნენ და დიდ გასამრჯელოსაც უხდიდნენ,მაგრამ მისი ნელი ტემპით მუშაობის გამო,ისინი სხვა შემდგომი შეკვეთებისაგან თავს იკავებდნენ და მხატვართან მეორეჯერ აღარ მიდიოდნენ.შედარება რომ გავაკეთოთ,თუკი ერთი მისი კოლეგა მხატვარი თვეში საშუალოდ რამდენიმე სურათს ქმნიდა,ვერმეერმა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 45 ტილო-შედევრის შექმნა მოასწრო.
მკვლევარები ირწმუნებიან,რომ არასტაბილურმა შემოსავლებმა შეუძლებელი გახადა ვერმეერს 15 ბავშვიანი ოჯახი ერჩინა,რამაც გენიოსი შემოქმედი საშინელ ნევროზამდე მიიყვანა.საშინელმა ნევროზმა კი თავის მხრივ, – სიკვდილამდე…
(როგორც წესია ხოლმე) ნიდერლანდული სახვითი ხელოვნების ედელვაისს 43 წლის ასაკში უკიდურეს სიღატაკეში აღმოხდა სული. – (ავტორი გენია.ჯი)