ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამის” შესახებ…
საკვირველია,მაგრამ ფაქტია,რომ გენიალური ნიდერლანდელი პოსტ-იმპესიონისტი მხატვარი – ვინსენტ ვილემ ვან გოგი,შედევრ-ქმნილებას – „ვარსკვლავებიან ღამე”-ს მის ყველაზე წარუმატებელ ნაწარმოებად მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) მძიმე ემოციონალურმა პერიოდმა მხატვარი სენ-რემის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოახვედრა.ვან გოგის ძმამ – თეომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის,რომ დაწესებულებაში მყოფი დედმამიშვილისათვის ყველა სამუშაო პირობა შეექმნა.მან ფსიქიატრიულის ადმინისტრაციას ვან გოგისათვის ისეთი ოთახი გამოაყოფინა,სადაც მხატვარს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცა.სწორედ ამ დროს დაიხატა ეს შედევრიც.განსაკუთრებით საყურადღებოა ის,რომ ოთახი,სადაც ვან გოგმა „ვარსკვლავებიანი ღამე” დახატა,ფანჯარა არ გააჩნდა.შესაბამისად (რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ),მან ღამის განუმეორებელი ცა თავისი წარმოსახვით უკვდავყო ტილოზე.მიზეზი,რის გამოც ვან გოგი „ვარსკვლავებიან ღამე”-ს იწუნებდა,გახლდათ მისი შემოქმედებისათვის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ერთი თვისება: ვან გოგი მენატურე მხატვარი გახლდათ, „ვარსკვლავებიანი ღამე” კი თავისი წარმოსახვით შექმნილი სურათი იყო.როდესაც „ვარსკვლავებიანი ღამე’ პირველად წარუდგენიათ გამოფენაზე,ვან გოგს დანანაბეით უთქვამს: „შესაძლოა,ამ სურათმა სხვებს დაანახოს ის,თუ,როგორ გამოსახოს ღამის ეფექტები უკეთესად,ვიდრე ეს მე გამომივიდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)