დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად,სანადიროდ წასულ ერთ-ერთ პერსონას,რომელიც მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა,გზაში ადამიანად ქცეული ეშმაკი შემოხვდა და უთხრა,რომ,თუკი იგი სახლში დროულად დაბრუნდებოდა,ცოლს საყვარელთან წაუსწრებდა.იმ დროს კი,როდესაც იგი სანადიროდ იყო წასული,მას სახლში მშობლები ეწვივნენ,რის შესახებაც სანადიროდ წასულმა მამაკაცმა არაფერი უწყოდა.იმისათვის,რომ რძალს მამამთილ-დედამთილისათვის სათანადო პატივი მიეგო,ღამით ისინი საკუთარ,მდიდრულ საძინებელში დააწვინა,თავად კი მოკრძალებულ ოთახში გადაწყვიტა გამოძინება.ნადირობიდან სახლში გვიან ღამით დაბრუნებულმა საძინებელის საწოლში ქალისა და მამაკაცის წყვილი იხილა,რომლებიც საკუთარ მეუღლედ და მის საყვარლად მიიჩნია.შეურაცხყოფილმა ქმარმა იმავე წამს „მოღალატე ცოლი” და მისი „საყვარელი” ხმლით გამოასალმა წუთისოფელს და ასე იქცა იგი მშობლების უნებურ მკვლელად.ამ უდიდესი ტრაგედიის შემდგომ აღნიშნულმა პერსონამ თავისი თავი უფალს მიუძღვნა და ძალიან ბევრი ღვთისნიერი საქმე გააკეთა.დაასახელეთ,იმ კათოლიკე წმინდანის ვინაობა,რომელმაც შეცდომით იმსხვერპლა საკუთარი მშობლები. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: იულიანე „სტუმართმოყვარე” (მოგზაურების მფარველი წმინდანი)