ფაფარიანი მტრედი
ფაფარიანი მტრედი – წარმოადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს ფრინველს მტრედისებრთა ოჯახისა და ერთადერთ წარმომადგენელს ფაფარიანი მტრედების ქვესახეობისა. (ავტორი გენია.ჯი) მათი გავრცელების არეალებია ნიკობარის და ანდამანის კუნძულები,ინდონეზია,მალაიზია,ფილიპინები,ტაილანდი,სოლომონის კუნძულები და ახალი გვინეა.ფაქტობრივად,მთელი ოკეანიის ტერიტორია.ყველაზე ხშირად ამ უნიკალური ფრინველის ხილვა ისეთ დაუსახლებელ კუნძულებზეა შესაძლებელი,სადაც მტაცებლები თითქმის არ ბინადრობენ.ჯუნგლების მოყვარული ფაფარიანი მტრედების სხეულის სიგრძე საშუალოდ 40 სანტიმეტრია (მდედრები მამრებზე გაცილებით დიდი ზომისა არიან).გააჩნიათ მეტალო-ნაცრიფერი შეფერილობის მქონე ბუმბული.ყელი და ფრთები კი ცისარტყელას ფერებით აქვთ შემოსილი.ფაფარიანი მტრედები,რომელებიც არცთუ ისე კარგი ფრენის უნარით არიან დაჯილდოებულნი,ძირითადად მიწაზე მობინადრე ფრინველები არიან,თუმცა საფრთხის შემთხვევაში მაღალი ხეების ფოთლებსაც აფარებენ თავს.იკვებებიან მცირე ზომის უხერხემლოებითა და ხილის ნაყოფით. (ავტორი გენია.ჯი) „საქორწინო თამაშების” (ცხოველების სქესობრივი გამოვლინება) შემდეგ დებენ ერთ კვერცხს.რადგანაც მათი ხორცი ოკეანიის მაცხოვრებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს,ფაფარიან მტრედებზე ხშირად ნადირობენ.ეს კი თავის მხრივ,სამწუხაროდ,ფაფარიანი მტრედების ქვესახეობის ერთადერთ წარმომადგენელს გადაშენებას უქადის და აკი შეიყვანა კიდეც იგი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა განადგურების საფრთხის წინაშე მდგომ ფრინველთა ნუსხაში. – (ავტორი გენია.ჯი)