ბლედა – „ეპიზოდი”
როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს,თავის უმცროს ძმაზე (ატილაზე) არანაკლები სისასტიკით იყო გამორჩეული ჰუნების ხანი – ბლედა (390-444 წლები).გარდა სისასტიკისა,ჰუნების ბელადის უფროსი ძმა სხვა მრავალი უარყოფითი,ბარბაროსული და უცნაური თვისებებითაც იყო დაჯილდოებული. (ავტორი გენია.ჯი) გადმოცემის თანახმად,ბლედას მეტად უჩვეულო თილისმა ჰქონდა ამორჩეული.ჰუნების ხანის უცნაურ თილისმას კი რაოდენ საკვირვლიც არ უნდა იყოს,მის მფლობელობაში არსებული მონა,ჯუჯა-მავრი,სახელად – ზერკონი წარმოადგენდა.თუ რატომ აქცია იგი ბლედამ თავის თილისმად დღემდე გამოცანად რჩება.ბლედას ზერკონი „შინაური ცხოველის” მსგავსად ჯაჭვებით ჰყავდა დაბმული და მას ოთხზე სიარულს აიძულებდა.აქვე შევნიშნავ იმასაც,რომ ატილა დასანახად ვერ იტანდა ზერკონს და მუდმივად ცდილობდა იგი მისი თვალთახედვის არეში არ მოხვედრილიყო.ბლედამ ოსტატებს ჯუჯა-მავრისათვის სპეციალურად დაამზადებინა აბჯარი,რომლითაც უბედური მონა მხოლოდ ბრძოლების მიმდინარეობისას სარგებლობდა.შესაბამისად,ჰუნების ხანი ბრძოლაში მეტად უჩვეულო ფორმით ერთვებოდა: ცხენზე ამხედრებულ ბლედას სიახლოვეს მუდმივად იმყოფებოდა სრული სამხედრო აღჭურვილობით მოსილი ჯუჯა ზერკონი,რომელიც თავის მხრივ,გვერდიდან არ შორდებოდა თავის ბატონს.უფროსი ძმის ასეთი უცნაური და გაუგებარი დამოკიდებულება ჯუჯა-მავრისადმი ატილას ფრიად აღაშფოთებდა,რაც არაერთხელ გამხდარა კიდეც მათ შორის წარმოშობილი დავის მიზეზი.მიუხედავად ამისა,ბლედა თავის უცნაურ თილისმას მაინც არ განშორებია მანამ,სანამ მისი აღსასრული არ დადგა. – (ავტორი გენია.ჯი)
ატილა და ბლედა