ოლივერ ჰევისაიდი – „ეპიზოდი”
სახელოვან ინგლისელ ფიზიკოსსა და მათემატიკოსს - ოლივერ ჰევისაიდსს (1850-1925 წლები) თანამედროვეები თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ადამიანად მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) პრინციპულად ახალი დიფერენციალური განტოლებების შემოქმედი ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი მეცნიერი განსაკუთრებით ექსცენტრიული სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე გახდა.იმ პერიოდში ოლივერმა ხელისა და ფეხის ფრჩხილების ვარდისფრად შეღებვა დაიწყო; მისი უშუალო მითითებით ინგლისელი სწავლულის სახლიდან გატანილი იქნა ავეჯი (სკამები,მაგიდები,საწოლები და ასე შემდეგ),რომელთა ნაცვლადაც მან უზარმაზარი გრანიტის ბლოკების გამოყენება დაიწყო.გარდა ამისა,ჰიპერგრაფიით დაავადებული (ფსიქიკური აშლილობის ფორმა,რომლისთვისაც დამახასიათებელია აკვიატებული მიდრეკილება გრძელი ტრაქტატების წერისადმი) ჰევისაიდი,რომელიც სხვადასხვა სახის კორესპონდენციებს „ჭია”-ს ინიციალებით აწერდა ხელს,ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სახის საკვები პროდუქტით – რძით იკვებებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)